თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

თბილისში კორონავირუსით სავარაუდოდ ექიმი დაინფიცირდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ექიმია მოთავსებული. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მედიკოსს კვლევები უტარდება.

ეზუგბაია ამბობს, რომ ექიმს დღეს მოლეკულური ანალიზი გაუკეთდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება აღნიშნულ შემთხვევაზე საუბარი.

„მას მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული და მას არ განვიხილავ, როგორც დადასტურებულ შემთხვევას. ჩვენთან გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, ანუ PCR ტესტირება და თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული შემთხვევა. ამიტომ არ გეუბნებით, რომ დადასტურებულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

უცნობია, ჰქონდა თუ არა ექიმს შეხება პაციენტებთან. როგორც ცნობიალი, ამს კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდგინდა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა