თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

შეიარაღებული დაპირისპირება ახალქალაქში და სკანდალური ვიდეომტკიცებულება - "ნაციონალური მოძრაობა" ენზელ მკოიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაუყოვნებლივ დაწყებას და სადეპუტატო მანდ

სროლა ახალქალაქის ცენტრში, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის მონაწილეობით და სკანდალური კადრები .
საუბარია "ქართული ოცნების" დეპუტატ ენზელ მკოიანსა და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს სამველ პეტროსიანს შორის მომხდარი დაპირისპირების კადრებზე, სადაც ჩანს თუ როგორ ისვრის მკოიანი ცეცხლსასროლ იარაღს დამიზნებით პეტროსიანის მიმართულებით.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კადრებს საგანგენო ბრიფინგით ეხმაურება და ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მკოიანის მიამრთ სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე მას უნდა შეუჩერდეს დეპუტატის იმუნიტეტი და მოხდეს შესაბამისი რეაგირება იმ კადრებთან დაკავშირებით, რაც სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული და სადაც ჩანს, როგორ ესვრის დამიზნებით იარაღს საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის, განცხადებით, მიუხედავად, იმისა, რომმომხდარს უამრავი თვითმხილველი ჰყავს და არსებობს ვიდეომტკიცებულებაც, ამ დრომდე არც პროკურატურისა და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
"მინდა ვისაუბრო საგანგაშო ფაქტზე და იმ მტკიცებულებებზე, რომელიც გავიდა "მთავარი არხის" ეთერში. საქმე ეხება, "ქართული ოცნების დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. ეს დანაშაული ჩადენილია ათობით ადამიანის თანდასწრებით და ასევე ამ სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებულებები ვიხილეთ ტელევიზიით. როდესაც "ქართული ოცნების" დეპუტატი, ენზელ მკოიანი, რომელიც გამოირჩევა ძალადობრივი ქმედებებით და არც ერთხელ დასჯილა ის. მათ შორის არც მაშინ როცა თავს დაესხა ოპოზიციის წაროადგენლებს და სახის ძვლები ჩაუმტვრია მათ.
გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩვენ ვიხილეთ, რომ "ოცნების" დეპუტატი, მაჟორიტარი მკოიანი იღებს და ისვრის ცეცხლსასროლ იარაღს ადამიანების მიმართ, ამას უყურებს პოლიციელი, ამას უამრავი თვითმხილველი ჰყავს , მაგრამ არც პოლიცია არც პროკურატურა არც იმ წუთას და არც შემდეგ არანაირ რეაგირებას არ ახდენს.
ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული მაშინ, როდესაც ყველა ადამიანი და ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს პანდემიასთან გასამკლავებლად, მაშინ, როდესაც უნდა ზრუნავდნენ ჩვენი მოქალაქეების სოციალური სტანდარტის ასამაღლებლად, ჩვენ ვხედავთ შუა ქალაქში გარჩევებს და ამ გარჩევის მთავარი მონაწილე, მკოიანი კვლავ არის თავისუფლებაზე. დაკავებულია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ "ოცნების" წარმომადგენელი, რომელსაც ეყრდნობა რეგიონში ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ და მხოლოდ შემოიფარგლა მსუბუქი გამოკითხვით. ეს არა მხოლოდ საგანგაშო ფაქტია, რომელიც ასახავს იმ ვითარებას რაც არის ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების განუკითხაობის კუთხით, არამედ ასახავს იმას თუ როგორი მმართველობაა ჩვენს ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ოცნებასთან და ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები ესეთ განგსტერულ ვითარებას აწყობენ ქუჩაში და ადამიანების სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში .
მაშინ, როცა ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ორი სიტყოს გამო პარლამენტიდან გამოაძევეს და ეხლაც უკეთია სამაჯური და მელია ვერ გადაადგილდება თავისუფლად ქუჩაში, მაშინ, როცა უამრავ აქტივისტს აკავებენ და გყვავდა გავრილოვის პატიმრები, ენზელ მკოიანი, რომელიც ძალადობრივი ქმედებებით არის თავისუფლებაზე.მივმართავ პროკურატურას და შსს-ს დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლევრივი პროცედურები ენზელ მკოიანის წინააღმდეგ. მას უნდა შეუჩერდეს იმუნიტეტი, იგი უნდა იყოს დაკავებული. ჩვენ შევიტანთ საჩივარს და დაველოდებით რეაგირებას" - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, შეიარაღებული დაპირისპირება ენზელ მკოიანისა და სამველ პეტროსიანს შორის 26 მარტს, ახალქალაქის ცენტრში მოხდა. საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს, "ქართული ოცნების" დეპუტატი კი თავისუფალია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა