თეგებით ძიება
03. 04. 2020 News-ები

ეს წესის დარღვევა არაა, მაღაზიებთანაც რიგში 3-ზე მეტი ადამიანი დგას - ანდრია ჯაღმაიძე ტაძრის ეზოში მრევლის შეკრებაზე

არის თუ არა დარღვევა ტაძრის ეზოში 3-პირზე მეტი ადამიანის შეკრება - საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ტაძრის ეზოში დისტანციის დაცვით 3 პირზე მეტის შეკრება წესების დარღვევად ვერ ჩაითვლება.

მისივე განმარტებით, თუ მრევლი და სასულიერო პირები შენობაში არ იქნებიან და ტაძრის ეზოში დისტანციას დაიცავენ , წესები არ დაირღვევა.

„როდესაც მაღაზიებთან რიგებს ვხედავთ, იქ ხომ არის 3 პირზე მეტი? ისინი იცავენ დისტანციას. დროში ხომ არაა შეზღუდული, რამდენ ხანს იდგებიან ისინი რიგში? ჩვენ თუ შენობაში არ ვიქნებით და დავიცავთ ტაძრის ეზოში დისტანციას, წესები არ დაირღვევა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა