თეგებით ძიება
06. 04. 2020 News-ები

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაშიც გამოვიყენოთ - პაატა იმნაძე პლაზმით მკურნალობაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, აცხადებს, რომ პლაზმით მკურნალობაზე კლინიკური ჯგუფი, თნგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მუშაობს.

პაატა იმნაძის თქმით პლაზმით მკურნალობაზე მუშაობის პროცესში ჩართული არიან მეცნიერები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენ ქვეყანაშიც იყოს გამოყენებული.

„ჩართულია სამეცნიერო პოტენციალი, რაც კი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ისინი მუდმივ კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენ ქვეყანაშიც იქნას გამოყენებული“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა