რამდენ ხანს გრძელდება კარგი სექსი?
კარგი სექსი დროს მოითხოვს, თუმცა დროის შერჩევასთან ერთად ხანგრძლივობასაც აქვს მნიშვნელობა. ხოლო, თუ აქტის დროს ინტერვალებსაც დაიცავთ, უფრო პოზიტიურ შედეგსაც მიიღებთ.
საქართველოში მსგავსი კვლევა არ ჩატარებული, თუმცა ამერიკაში სწრაფი სექსი იციან. ეროვნული მონაცემების მიხედვით აშშ-ში ის საშუალოდ 7,3 წუთს გრძელდება, რაც სპეციალისტთა აზრით კარგი შედეგი არ არის.
რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს კარგი სექსი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ სექსოლოგების შეფასებებს სექსის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მიხედვით.
5 წუთიანი - არაფერია იმაზე ცუდი ვიდრე სწრაფი და ინტენსიური სექსი. ეს იგივეა, რაც სამსახურში წასვლამდე შხაპი ძალიან ენერგიულად და ძლიერად მიიღოთ. 5 წუთიანი სექსის დროს წყვილს შორის თვალებით კონტაქტი არ ხდება, რაც ძალიან ცუდია.
10 წუთიანი - ათ წუთში წყვილი დაამყარებს მოუქნელ და უხეშ სექსს.
15 წუთიანი - აი ეს დრო უკვე საკმარისია და გაძლევთ საშუალებას გარკვეული პოზებიც სცადოთ.
20-25 წუთიანი - ამაზე უკვე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ტკბილი და სასიამოვნოა. ეს დრო ნამდვილად გაძლევთ იმის საშუალებას, გამოავლინოთ თქვენი თავი და გააკეთოთ რაც გსურთ. ამ დროში შეგიძლიათ საწოლიდან იატაკზე გადაინაცვლოთ და შემდგომ ისევ იგივე გაიმეოროთ.
30 წუთიანი - ამ დროში თქვენ შეიძლება პარტნიორს თავიც კი მოაბეზროთ. მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს, ცვალეთ პოზები და მონახეთ ის ზონა, რაც ინტიმში დაგაბრუნებთ.
40 წუთიანი - დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი პარტნიორი ისევ თქვენთანაა და არა სხვა ოთახში? იქნებ ის უკვე სენდვიჩსაც აკეთებს.
50 წუთიანი - რა ჯანდაბას აკეთებთ ამდენ ხანს? საქმე არ გაქვთ სხვა? ან საჭმელი მოსამზადებელი, ან ძაღლი გამოსაკვები?
60 წუთიანი - ამას გამართლება აქვს, თუ თქვენ ამ დროში საჭმლის მომზადებასაც მოასწრებთ და შემდგომ მიუბრუნდებით საქმეს.
120 წუთიანი - თქვენი პარტნიორი შესაძლოა შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდეს ან უბრალოდ არაკომფორტულად გრძნობდეს თავს.
180 წუთიანი - ექიმს დაურეკეთ.
წყარო:newposts.ge