ვინ მიიღებს 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას? - (ჩამონათვალი)
ჯგუფები რომლებიც 6 თვის განმავლობაში დამატებით საშუალოდ 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ:
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ოჯახები რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარს მიიღებენ. დახმარებით ისარგებლებს დაახლოებით 70 ათასი ოჯახი, (190 000 მოქალაქე). სულ ამ მიმართულებით, მიმართულებით 45 მლნ ლარი დაიხარჯება.
დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი - 16 წლამდე ასაკის შვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, ასთი სულ 130 ათასი მოქალაქეა. პროექტისთვის 13 მლნ ლარია გამოყოფილი.
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც ისარგებლებენ 600 ლარიანი დახმარებით. ასეთია დაახლოებით 40 ათასი მოქალაქე დაიხარჯება - 25 მლნ ლარი.
წყარო:newposts.ge