თეგებით ძიება
06. 05. 2020 News-ები

საოცარი ამბავი - ვანში ფერმერმა ქალმა კიტრის ერთი სათბური სამუშაოს გარეშე დარჩენილ თანამშრომელ ქალებს აჩუქა

UN Women Georgia-ს ფერმერ ქალზე წერს, რომელმაც კიტრის ერთი სათბური თანამშრომლებს აჩუქა, რომელთა ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ეს ქალბატონი ვანის რაიონის სოფელ მთისძირში მცხოვრები ქეთი თომეიშვილია.

UN Women Georgia-ს ინფორმაციით, COVID-19-მა ამ ქალების ოჯახების წევრები სამუშაოს გარეშე დატოვა. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ახლა ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაა.

"ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ რომ მივხვდი, ეს საკმარისი არ იყო, სათბური მივეცი. მოსავალი 3 კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ", - ამბობს ქეთი.

ქეთი თომეიშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის" ერთ-ერთი მონაწილეა. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა