თეგებით ძიება
12. 06. 2020 News-ები

ღარიბაშვილი პარლამენტში და ევროპული საქართველოს ბოიკოტი: " ოდიოზურ მინისტრთან კითხვები არ გაგვაჩნია"

"ევროპული საქართველო საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებს მანამ, ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება.
„ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან კითხვები არ ექნება.

„ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი, რომელიც სახელს იმკვიდრებს თავისი სიბნელით და თავისი არაკომპეტენტურობით. რეალურად, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება, ძალიან კარგად ვიცით როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში. მათ შორის, ამ ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა. კარგად ვიცით მისი ქონების და საათების შესახებ, ამიტომ ამ პირობებში, რაიმე კითხვის დასმას არ ვაპირებთ. ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება მანამ, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება. მას მერე, რაც შეთანხმება შესრულდება, ცვლილებები იქნება მიღებული და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, შემდეგ შეგვიძლია განვაახლოთ ჩვენი საქმიანობა პარლამენტში“, - განაცხადა კაპანაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა