თეგებით ძიება
18. 06. 2020 News-ები

გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე სუს-ში არ მივა და ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა. ტელეწამყვანი სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას.

არსებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას, რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა