თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

"კორონავირუსის მძიმედ მიმდინარეობის უმრავლეს შემთხვევას თან ახლავს იშემიური ინსულტის განვითარება"- მეცნიერების დასკვნა

მეცნიერები შემაშფოთებელ დასკვნას ავრცელებენ კოვიდ 19-თან დაკავშირებით, რომლითაც ირკვევა, რომ ინფექციის მძიმე მიმდინარეობას შეუძლია გამოიწვიოს ტვინის უმძიმესი დაზიანება. ჰოსპიტალიზებული მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტების წინასწარი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ინსულტი, ანთებითი პროცესები ორგანიზმში, ფსიქოზი და აგრეთვე დამბლაც.

მეცნიერების მიერ მოპოვებული ინფორმაციის ფონზე დგინდება, რომ აღმოჩენილია ნევროლოგიური გართულებების მთელი რიგი წყება, რომელიც წარმოადგენს კვლევების დეტალურ მიმოხილვას და ხაზს უსვამს დაკვირვებების გაგრძელების აუცილებლობას, რომელთა საშუალებითაც მოხდება კონკრეტული მექანიზმების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მკურნალობის პროცესის გაძლიერებას.

კვლევების თანახმად დადგინდა, რომ განსაკუთრებით სერიოზული გართულება კორონავირუსისგან ხშირ შემთხვევაში არის ინსულტი, რომელიც 125 მძიმე პაციენტიდან 77-ის შემთხვევაში დაფიქსირდა. უმრავლესი მათგანი 60 წელს გადაცილებული იყო - ძალზე ხშირად ხდებოდა თავის ტვინში სისხლის გაჟონვა, რომელიც იშემიური ინსულტის სახელითაა ცნობილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა