თეგებით ძიება
29. 06. 2020 News-ები

ნასა 35 000 $-ს გადაგიხდით თუ მთვარეზე მოქმედ ტუალეტს დაამზადებთ

ნასა 35 000 $-ს გადაუხდის იმ დიზანიერ-დამპროექტელებს, რომელიც შექმნის მთავარეზე მოქმედ სპეც-საპირფარეშოს.

კოსმოსურმა სააგენტომ დაუსახა ასტრონავტებს ამბიციური მიზანი, რომლის თანახმადაც 2024 წელს ისინი უნდა დაეშვან მთვარეზე, მისიაზე ყოფნის დროს კი მათ აშკარად მოუწევთ აბაზანის გამოყენება. ამის შესახებ წერს CNN-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ NASA-მ უნდა მოახდინოს ტუალეტის დიზაინის ადაპტირება მთავარის კოსმოსურ აპარატთან, რომლის თანახმადაც მისი მუშაობა შესაძლებელი იქნება კოსმოსის მიკროგრავიტაციის პირობებში. მისია იმითაც იქნება გამორჩეული, რომ მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას ქალი ასტრონავტიც, რის გამოც ტუალეტის შექმნის მთავარი მიზანი არის ხელსაყრელი პირობების მოწყობა ორივე სქესის ადამიანისათვის.

“ახალმა ტუალეტმა” უნდა შეინარჩუნოს სუფთა წყალი და ჰქონდეს სპეც-გამფილტრავი საშუალებები, რომლებიც მუდმივად სუფთა გარემოს უზრუნველყოფაზე იმოქმედებენ. საპირფარეშო 70 ვატის სიმძლავრეზე ნაკლები უნდა იყოს და აგრეთვე ვინტილატორი სტანდარტულზე ნაკლებად ხმაურიანი უნდა იყოს. ტუალეტის წონა კი არ უნდა აღემატებოდეს 15 კგ-ს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა