"რატომ არ არის ზომები მიღებული..." - შაქარაშვილის ადვოკატი ცრუ მოწმეების მიმართ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს
შაქარაშვილის ადვოკატი, ზურაბ თოდუა ცრუ მოწმეების მიმართ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.
"ცრუ ინფორმაციის მიწოდება არის სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაული. რატომ არ არის ამ ცრუ მოწმეების მიმართ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ზომები მიღებული". - თქვა ზურაბ თოდუამ "ტვ პირველის" ეთერში.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე ჩვენება მისმა მეგობრებმა: გური ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემ არაერთხელ შეცვალეს, სწორედ ამ ფაქტზე რეაგირებას ითხოვს ზურაბ თოდუა.
წყარო:newposts.ge