თეგებით ძიება
13. 07. 2020 News-ები

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება მობილიზაცია - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძე განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მობილიზაცია.

მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა.

„სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება არ უმჯობესდება, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. იმ პრევენციული ღონისძიებების და სისტემური რეაგირებების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ქვეყანაში ამ კუთხით რჩება სტაბილური ვითარება. შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად არ არის მაღალი, ასევე იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და საბედნიეროდ, ასევე გარდაცვალების მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში არ გაზრდილა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა ექიმს, ექთანს, მოკავშირე სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ქვეყანაში არ მოხდეს COVID-19-ის ფართოდ გავრცელება. როგორც ჩანს, ამ კუთხით ჩვენ მომავალშიც დაგვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მობილიზაცია და ჯანდაცვის სამინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვა სამსახურებს დასჭირდებათ კვლავ ძალისხმევის შენარჩუნება, რომ ვითარება ქვეყანაში დარჩეს უსაფრთხო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა