როგორ მოვიშოროთ სულიერი იარა, რომელიც პარტნიორთან დაშორებამ მოგვანიჭა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ურთიერთობის დაწყებისას ინტუიციურად ვგრძნობთ ხოლმე, რომ ერთ დღეს ამ, ერთი შეხედვით, შეხმატკბილებულ კავშირს ოდესმე წერტილი დაესმევა. ამ შემთხვევაში შედარებით ადვილად ვუმკლავდებით შეყვარებულთან დაშორებას. ყველაფერი ძალიან რთულდება მაშინ, როცა დარწმუნებულები ვიყავით, რომ ადამიანთან ერთად მთელ ცხოვრებს გავატარებდით, მაგრამ ურთიერთობა ჩამოიშალა და დაშორება მოგვიწია. გთავაზობთ ხერხებს ტკივილის დასაძლევად:
მერწყული
დაშორების გადატანაში სპა და მასაჟი დაგეხმარებათ, ამიტომ თავს მიეცით ფულის დახარჯვის უფლება.
თევზები
თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რაც ასეოდენ კარგად გეხერხებათ და გიყვართ - დაიძინოთ. ძილში ემოციურად დაისვენებთ და გონება დაგეწმინდებათ. გაღვიძების შემდეგ სიტუაციას კარგად გაანალიზებთ და აწონ-დაწონით. დაინახავთ მომავალს, გამოსავალს და საკუთარ თავში გზის გაგრძელების ძალას იპოვვით.
ვერძი
თქვენთვის საუკეთესო ხერხი ემოციებისგან დასაცლელად და უარყოფითი ენერგიის მოსაშორებლად - ბოქსით დაკავებაა. თუ გსურთ, წარმოიოდგინეთ, რომ შეყვარებულს ურტყამთ, რადგან გული გატკინათ, ან სცემეთ პრობოლემა, რომელმაც დაგაშორათ.
კურო
დაიწყეთ ახალი ენის შესწავლა, ჩაეწერეთ ხელოვნების, მუსიკის, კრეატიული აზროვნების ან რომელიმე თქვენთვის საინტერესო კურსზე. კარგი იქნება თუ გაივლით ტრენინგს. დაინტერესდით პროფესიული წიგნებით. აღარ დაგრჩებათ დრო წარსულის გამოსაქექად და სანერვიულოდ.
ტყუპები
იმოგზაურეთ. თუ ქვეყნის დატოვების სახსრებიუ არ გაქვთ, ქალაქიდან მიანც გადით. საქართველო ძალიან ლამაზია, უამრავი ადგილის მონახულება შეიძლება. თუ ქალქსაც ვერ ტოვებთ რიგი მიზეზების გამო, იქაურობა მაინც დალაშქრეთ!
კირჩხიბი
დიდი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. სასურველია მათთან დარჩეთ ღამით - რადგან სწორედ მაშინ, როცა საწოლშ მარტო აღმოჩნდებით ხოლმე,
ლომი
აწარმოეთ დღიური, რომელშიც აქტიურად დაწერთ. ყველა ფიქრი და გრძნობა მის ფურცლებზე გადაიტანეთ. გაოცდებით, როცა აღმოაჩენთ, რომ უდიდესი შვება იგრძენით.
ქალწული
შეიძინეთ ცხოველი. თუ უკვე გყავთ, დიდი დრო გაატარეთ მასთან ერთად. ცხოველსა და ადამიანს შორის მეგობრობა, საუკეთესო ანტიდეპრესანტი აღმოჩნდება ხოლმე.
სასწორი
ყოფილხართ ოდესმე მოხალისე? თუ არა, სწორედ ის დროა, როცა მოხალისეობრივ პროექტში უნდა ჩაერთოთ! ინტერნეტი სავსეა თქვენთვის საინტერესო ინფორმაციით.
მორიელი
დიდი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. ძალიან გაგიმართლათ თუ უმცროსი და-ძმა ან შვილი გყავთ. შეგიძლიათ ნათესავების ან მეგობრების ბავშვების ძიძობაც იკისროთ.
მშვილდოსანი
იცით რა დაგეხმარებათ მომხდარის გადახარშვაში? პასუხზე არ გაგეცინოთ... კარადის დალაგება! დიახ, დაიწყეთ თქვენი ოთახის დასუფთავებით და მთელი სახლიც მიაყოლეთ.
თხის რქა
წადით კინოში და თეატრში. რეგულარულად დაესწარით სეანსებსა და წარმოდგენებს.
წყარო:astrologi.ambebi.ge