"მისგან პოლიტიკოსი არ დადგება არასდროს... არარაობა სხვა არარაობას სჯობიაო, ესაა შერჩევის პრინციპი" - ბესელია კობახიძის "ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნაზე
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დანიშვნას პარტია "სამართლ;იანობისთვის" ლიდერი, დეპუტატი ეკა ბესელია გამოხმაურა.
ბესელიას თქმით, კობახიძე არჩევნების დროს ტექნიკურ-საორგანიზაიო საქმეებს აგვარებდა ხოლმე და რეალურად მას პოლიტიკური პროცესი არ ესმის.
„კობახიძემ საერთოდ ვერ ისწავლა პოლიტიკური პროცესი და მისგან პოლიტიკოსი არ დადგება არასდროს, მაგრამ ის ამ პოზიციაზე დაინიშნა იმ ნიშნით, რომ საარჩევნო კამპანიების დროს ის იყო ჩართული, როგორც ტექნიკური საორგანიზაციო პირი, უბრალოდ ოცნების რიგებს რომ გადახედოთ, იმდენად რთულია იპოვო იქ პოლიტიკური ფიგურა, რომ მიხვდებით, რომ არარაობა სხვა არარაობას სჯობიაო ესაა შერჩევის პრინციპი" - განაცხადა ეკა ბესელია.
წყარო:newposts.ge