გერმანიაში დასაქმებული სტუდენტებისთვის მთავრობამ ჩარტერული რეისი დანიშნა – ეკონომიკის მინისტრი
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ სტუდენტებისთვის მთავრობამ დანიშნა სპეციალური სუბსიდირებული რეისი თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით.
თურნავამ სტუდენტებს მოუწოდა, დროულად მიმართონ მთავრობის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს და წარუდგინონ დასაქმების კონტრაქტი.
“ცნობილი გახდა, რომ გარკვეული რაოდენობა არის ქართველი სტუდენტებისა, რომელთაც სწავლის დაწყებამდე სურთ ჩასვლა გერმანიაში, რადგან მათ ხელთ აქვთ დასაქმების კონტრაქტი. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი ე.წ სოციალური ჩარტერი თბილისი-ბერლინი-თბილისი. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი თხოვნა. რადგან ეს არის სუბსიდირებული ფრენა და ადგილები შეზღუდულია, მოვუწოდებ ამ სტუდენტებს, დროულად მიმართონ ახალგაზრულდ საქმეთა დეპარტამენტს,” – ამბობს თუნავა.
ჩარტერულ რეისს ავიაკომპანია My Way Airlines შეასრულებს და ფრენა 25 ივლისს იქნება. სააგენტოს ცნობითვე, ბილეთის ღირებულება 200 ევროზე მეტი არ იქნება.
წყარო:newposts.ge