თეგებით ძიება
21. 07. 2020 News-ები

"ოცნების“ სკანდალური რჩეული რუსთავში: რატომ ეთაკილება ნინო ლაცაბიძეს რუსთაველობა და რა გაუხსენეს მას მრავალშვილიანმა დედებმა

რის მიხედვით არჩევს „ქართული ოცნება“ მაჟრიტარ კანდიდატებს და რატომ თაკილობენ მმართველი პარტიის რჩეულები რუსთავლეობას? - მრავალშვილიანი დედების კავშირის წევრი ნინი მამულაშვილი, „ქართულ ოცნებას“ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით მიმართავს, სადაც ის მმართველი პარტიის მიერ რუსთავში დასახელებული მაჟრიტარი კანდიდატის შესახებ წერს, თუ როგორ თაკილობდა ჯერ კიდევ ისნის რაიონის მაჟორიტარობის დროს ნინო ლაცაბიძე რუსთაველობას და საკუთარ წარმომავლობას მალავდა.
„მინდა მოკლედ გამოვეხმაურო მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2020 წლის არჩევნებისთვის ერთ-ერთი კანდიდატის წარდგინების ფაქტს!

მივმართავ “ქართულ ოცნებას!“..როდიდან გახდა ხელისუფლებისათვის მრავალშვილიანობა პრიორიტეტი, რომ ამ კუთხით განსაკუთრებულად წარმოგვიდგენთ თქვენს კანდიდატს ?!


შეგახსენებთ ერთ ფაქტს , რაშიც ალბათ აბსოლუტურად ყველა მრავალშვილიანი დედა დამეთანხმება, რომ დღემდე მრავალშვილიანი დედები მუდმივი და სისტემატიური აგრესიის თუ ირონიის მსხვერპლი ვართ, უპირველესად ისევ თქვენი, ხელისუფლების მხრიდან. თქვენ მუდმივად გვისამართლებთ ჩვენს უკვე დაბადებულ შვილებს, და ჩვენც უპასუხისმგებლო, განუვითარებლებად თუ სახელმწიფოს პარაზიტებად აღგვიქვავთ! სიტუაცია დღემდე იმდენად მწვავეა, რომ მიზეზებს ვეძებთ, თქვენთან თავები რითი ვიმართლოთ!

მე მინდა ვუთანაგრძნო ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგინების ფაქტი, რადგან დარწმუნებული ვარ მისთვის არჩევანის საშუალება რომ მიგეცათ, ალბათ, არასოდეს ისურვებდა და ითაკილებდა კიდეც ქ. რუსთავის მაჟორიტარად ყოფნას!

26 ნოემბერს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ( ქ.ნ მარიკა დარჩიამ) და იმ დროისთვის ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ გამართეს შეხვედრა მრავალშვილიან დედებთან , სადაც ქალბატონ ნინოს არც გაცნობითი სახის საუბარში და არც შემდეგ არცერთხელ არ უხსენებია რომ რუსთაველი იყო. როდესაც რამოდენიმე რუსთაველმა ჩართვაში უხსენა, რომ თანასკოლელები იყვნენ ( #2 საჯარო სკოლის) და იქიდან იცნობდნენ მას, მან იმდენად ითაკილა ეს ფაქტი, რომ აცილება გაუკეთა და სულ სხვა მიმართულებით გააგრძელა საუბარი.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით უამრავი სტატია დაიწერა, მაგრამ არსად -მითუფრო, არც მის პირად გვერდზე, არ ჰყავს ნახსენები, რომ ამ შეხვედრას ვესწრებოდით ასევე ქ. რუსთავის მრავალშვილიანი ოჯახების კავშირიც.. რაღა თქმა უნდა, თავი დამცირებულად ვიგრძენი მეც და სხვებმაც! ახლა გეკითხებით ქალბატონო ნინო.. ქ. რუსთავი ნამდვილად თქვენი არჩევანია?!“ - წერს ნინი მამულაშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა