თეგებით ძიება
22. 07. 2020 News-ები

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი ჩაიკეტოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ მათ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარების საშუალება არ ექნებათ, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ამ დასახლებების ჩაკეტვა იქნება.


„არ გამოვრიცხავ ამ რადიკალური ღონისძიების გატარებას, თუ დამყოლობა არ იქნება სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ და ფართომასშტაბიანი კვლევები ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი რა თქმა უნდა, არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მანამდე კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი დამყოლობა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა