თეგებით ძიება
24. 07. 2020 News-ები

აშშ-ს თავდაცვის აქტი: ,,დემოკრატიული ღირებულებების, საარჩვნო რეფორმისა და კორფციის წინაარმდეგ ბრძოლა" - რას ითხოვს აშშ საქართველოს ხელისუფლებსიგან

ამერიკა საქართველოს დახმარების მისაღებად ახალ პირობებს უწოდებს-უკვე დამტკიცდა თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი, რომელშიც სტრატეგიული პარტნიორი ერთის მხრივ საქართველოს მხარდაჭერას უცხადებას, მეორეს მხრივ კი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულებისა და პატივისცემის აუცილებლობას ახსენებს.


დოკუმენტში გაჩნდა პირობები, რომ საქართველო საარჩევნო სისტემის რეფორმისკენ მიმავალ გზას უნდა გაჰყვეს, დაიცვას კანონის უზენაესობა და აიღოს ვალდებულებები კორუფციასთან ბრძოლისა და ამერიკული ინვესტიციების დაცვის შესახებ.

„რუსეთის აგრესიის შესაკავებულად აუცილებელია, გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონზე საქართველოს და უკრაინის ჩართულობით“- ამის შესახებ შეერთებული შტატების სენატის მიერ დამტკიცებულ 2021 წლის თავდაცვის აქტშია საუბარი.

დოკუმენტში აგრეთვე შესულია სენატორების, პიტ ოლსენისა და მარკვეინ მალინის შესწორებები, რომელშიც სენატორი ოლსენი შეერთებულ შტატებს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, საარჩევნო რეფორმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

სენატორების მიერ წარდგენილ ცვლილებებში, პიტ ოლსენი სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს შესახებ 180 დღეში ანგარიშის მომზადებას სთხოვს, რომელშიც უნდა განიხილონ რამდენად ეფექტურად მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზაზე და რამდენად ეფექტურია საარჩევნო რეფორმებთან მიმართებით, სცემს თუ არა პატივს სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას და იცავს თუ არა ოპოზიციური პარტიების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის ინტერესებს.

თეძოებზე ცხიმი 1 კვირაში გაქრება, თუკი ადუღებულ წყალთან ერთად...

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა