თეგებით ძიება
01. 08. 2020 News-ები

„მაშველებმა იპოვეს შორტი და ქუდი…“ – არსებობს ვარაუდი, რომ სვანეთში დაკარგული ბიჭი თბილისშია

„მათ იპოვეს შორტები და ქუდი, მაგრამ ჩვენი შვილის არ აღმოჩნდა, არც ველოსიპედის კვალი ჩანს სადმე“, – ამის შესახებ სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის მამამ „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

დავით ფილფანი ამბობს, რომ მისი შვილი შესაძლოა თბილისში იმყოფებოდეს. პარალელურად, მას პოლიციელებთან და მაშველებთან მუდმივი კონტაქტი აქვს დამყარებული და სიახლის შემთხვევაში მას საქმის კურსში ჩააყენებენ.

„ამ მომენტისთვის სიახლე არაფერია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვეძებთ. გვეხმარება უამრავი ადამიანი, განცხადებებს აკრავენ და ავრცელებენ თავიანთ ახლობლებში. ვფიქრობთ რომ შეიძლება ახლა თბილისისკენ წამოსულიყო. აქამდე ვიყავით შავი ზღვის სანაპიროზე და ვაკვირდებოდით, როგორ მუშაობდნენ მაშველები. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ თუ ის იქ გამოჩნდება, ამის შესახებ პოლიცია შეიტყობს. გვაჩვენებენ ვიდეო კამერების მონაცემებს. ასევე გვაწვდიან იმ ინფორმაციას, რასაც მოქალაქეები გადასცემენ. მაშველებთან და პოლიციასთან მუდმივ კონტაქტში ვართ. მათ იპოვეს შორტები და ქუდი, მაგრამ ჩვენი შვილის არ აღმოჩნდა. არც ველოსიპედის კვალი ჩანს სადმე. ახლა ისღა დაგვრჩენია, გამოძიებას დაველოდოთ“, – აცხადებს დავით ფილფანი.

​შეგახსენებთ, რომ სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს სამართალდამცველები და მაშველები 13 დღეა უშედეგოდ ეძებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა