დედას თავისი ქალიშვილის ოთახიდან განგმირავი ყვირილი შემოესმა. იქ შესული ქალი კი ადგილზე გაქვავდა
როცა როი და ბერნიტა როჯერსები ახალდაქორწინებულები იყვნენ, ბევრ შვილზე ოცნებობდნენ. სამწუხაროდ, ბედმა ყველაფერი სხვაგვარად გადაწყვიტა. როჯერსები უკვე იმედს კარგავდნენ, როცა ბერნიტამ ქვეყანას ბოლოს და ბოლოს მოავლინა პატარა სტეისი.
ცოლ-ქმარს ერთადერთ ქალიშვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. თუმცა, ექვსი თვის ასაკში, გოგონა ლამის დაიღუპა. ექიმები, რომლებიც სტეისის მკურნალობდნენ, სიცოცხლისთვის საშიშ ინფექციებზე საუბრობდნენ. როჯერსებმა გოგონა თითქმის დაკარგეს, თუმცა იგი მათმა შინაურმა კატამ გადაარჩინა.
როის და ბერნიტას ერთმანეთი უყვარდათ და ბავშვებზე ოცნებობდნენ. ქორწილიდან მალევე ქალი დაფეხმძიმდა. საუბედუროდ, ნაადრევი მშობიარობა ბავშვის გარდაცვალებით დასრულდა.
ასე სამჯერ ზედიზედ განმეორდა. ამის შემდეგ, როჯერსები მიხვდნენ, რომ მათ ოცნებას დიდი ოჯახის შესახებ, განხორციელება არ ეწერა.
დროთა განმავლობაში, მეუღლეებმა იმედი დაკარგეს შვილის შეძენისა. ბერნიტას უკვე ეჩვენებოდა, რომ დაფეხმძიმება აღარ შეეძლო.
თუმცა, სასწაული მოხდა – მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დედამ შეძლო პატარა სტეისის გაჩენა.
ბავშვი სამყაროს ნაადრევად მოევლინა და მხოლოდ 2 კილოგრამს იწონიდა. თუმცა, ექიმებმა მშობლებს შეატყობინეს: ბავშვი ჯანმრთელი იყო. როისა და ბერნიტას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
იღბალი, როგორც მეუღლეები თვლიდნენ, მათკენ მას შემდეგ შემობრუნდა, როცა ოჯახში კატა მოიყვანეს. შავ ლამაზმანს, რომელიც როჯერსებთან ჯერ კიდევ კნუტობისას მივიდა, შუაღამე დაარქვეს.
როისა და ბერნიტას ეჭვიც არ ეპარებოდათ: სახლში მხოლოდ კატის მოსვლის შემდეგ გამოსწორდა ყველაფერი. როჯერსების ოჯახისთვის, მიდნაითი ცოცხალ თილისმანად იქცა.
როჯერსები პატარა ქალიშვილს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ და მის ოთახში კამერაც დააყენეს. თუმცა, როცა სტეისი ცუდად გახდა, მშობლებს ამის შესახებ არა ტექნიკამ, არამედ მიდნაითმა შეატყობინა. კატა ბავშვს დაბადებიდანვე არ სცილდებოდა, ამიტომ შეეძლო უბედურების წინასწარ გრძნობა.
ყველაფერი დაიწყო, როცა ექვსი კვირის სტეისი უეცრად ავად გახდა. ექიმი, რომელსაც ბერნიტამ მიმართა, ქალს არწმუნებდა, რომ ეს ჩვეულებრივი გაციება იყო.
სახლში დაბრუნებულმა დედამ, ქალიშვილი საწოლში ჩააწვინა და სამზარეულოში გავიდა. ზუსტად 5 წუთში ბერნიტას ქალიშვილის ოთახიდან მიდნაითის თავგანწირული კნავილი შემოესმა.
დედა მაშინვე გაიქცა კატისკენ, რადგან აქამდე მას ასე არ უკნავლია. სტეისის საძინებელში შესვლისას, ბერნიტა გაქვავდა: მისი ქალიშვილი იხრჩობოდა და უკვე გალურჯებაც მოესწრო.
ბერნიტას მიერ გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ გოგონას ვირუსული ინფექცია ჰქონდა, რომელმაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია.
საქმის გარემოებების გაცნობის შემდეგ, ექიმებმა განაცხადეს: მიდნაითმა განგაში დროულად ატეხა. მისი გაფრთხილების გარეშე, დედა ბავშვის გადარჩენას ვერ მოასწრებდა.
მოგვიანებით, მშობლები უკვე ზრდასრულ ქალიშვილს მოუყვნენ მომხდარის შესახებ. როჯერსების მთელი ოჯახი, ქალიშვილის ჩათვლით, დარწმუნებულია, რომ სტეისი თავის სიცოცხლეს ფუმფულა მეგობარს უნდა უმადლოდეს.
შემთხვევიდან მრავალი წლის შემდეგ, როჯერსები ოპრა ვინფრის შოუში გამოჩნდნენ. ასე, მათი უჭკვიანესი კატა მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
სხვათაშორის, სტეისი კატის მიერ გადარჩენილი ერთადერთი ბავშვი არაა: ქალაქ ობნინსკში ქუჩის მოხეტიალე კატამ ნაგავსაყრელზე მიტოვებული შიშველი ბავშვი იპოვა, მას გვერდიდან არ სცილდებოდა, ზემოდან ეწვა და ათბობდა, კნავილით კი გამვლელების ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ასევე, ამერიკის ერთ-ერთ შტატში, სახლის კატამ ბავშვი ეზოს ძაღლის კბილებისგან იხსნა – იგი დაგლეჯვას გადაარჩინა! ესეც კიდევ რამდენიმე მიზეზი, ამ ულამაზესი, ფუმფულა ოთხფეხა მეგობრის შესაყვარებლად.
წყარო: genews.ge