ვერ გავიგე რაში ადანაშულებენ, ბოდიშს ვუხდი მათ - მეუფე მელქისედეკი დაკავებულ კარტოგრაფებზე
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედეკი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, ბოდიშს უხდის.
სასულიერო პირი ამბობს, რომ ვერ გაიგო თუ რაში ადანაშაულებენ კომისიის ყოფილ წევრებს.
"სამწუხაროდ, მე, როგორც წმინდა სინოდის წევრმა, არაფერი არ ვიცი, რა ხდება დავით გარეჯასთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც ტელევიზიით ვუყურებ და ვადევნებ თვალს, ვერ გავიგე, რაში ადანაშაულებენ ამ ორ ადამიანს. როცა მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება, როდესაც თქვეს, რომ - ველოდებით გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო, მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო, მე ვერ გავერკვიე რა ხდება", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
წყარო:newposts.ge