თეგებით ძიება

რატომ გვითამაშებს თვალი და რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ამ სიმპტომის გაჩენისას?

თვალის თამაში (ბლეფაროსპაზმი) თვალის ირგვლის კუნთების სპაზმი ან ტონური კრუნჩხვაა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გამოუცდია. ყველაზე ხშირად, ის თავს ქვედა ქუთუთოს სპაზმის სახით იჩენს. ხანდახან სპაზმი ისეთი ძლიერია რომ თვალის მთლიანად დახუჭვას იწვევს.

კლინიკურად იგი მჟღავნდება ხშირი ელვისებური ხამხამით ან თვალის ირგვლივი კუნთის გახანგრძლივებული შეკუმშვით. ბლეფაროსპაზმი აღინიშნება თვალის მწვავე დაავადების, თვალის ტრავმის, იშვიათად ისტერიისა და ტრავმული ნევროზის დროს.

როგორც წესი, ბლეფაროსპაზმი ხანმოკლეა, თუმცა შესაძლოა დღეები, კვირები ან თვეები გრძელდებოდეს. მისი განმეორება შესაძლებელია რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ექიმებს ბლეფაროსპაზმის გამომწვევი მიზეზის დასახელება უჭირთ. ასე რომ, თუ ცდილობთ რომელიმე სტატიაში ამ კითხვაზე პასუხი მიიღოთ, იმედგაცრუებული დარჩებით.

არსებობს მხოლოდ რამდენიმე ვარაუდი, მაგალითად, მაიოს კლინიკა ვარაუდობს, რომ თვალის თამაში შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი გარე ფაქტორებით: ალკოჰოლი, მკვეთრი შუქი, კოფეინის გადაჭარბებული მოხმარება, დაღლილობა და ნიკოტინის მოხმარება.

თვალის თამაში არ არის მტკივნეული, მაგრამ გამაღიზიანებელია. ის ზოგჯერ ის რაიმე ქრონიკული დაავადების ადრეული ნიშანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ახლავს სპაზმები სახის სხვა მიდამოებში.

იშვიათ შემთხვევაში, თვალის თამაში შეიძლება იყოს თავის ტვინის და ნერვული სისტემის სხვა დაავადების ნიშანი. ამ დროს დაავადებას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც. თავის ტვინის და ნერვული სისტემის დაავადებები, რაც იწვევს თვალის თამაშს.

და ბოლოს, თუ თვალის თამაში ერთი კვირა ან მეტი გრძელდება, ექიმს უნდა მიმართოთ. იგივე უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევებშიც, როდესაც სპაზმი თითქმის მთლიანად ხურავს თვალს ან ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე. თუ ექიმები რაიმე სერიოზული ვერ იპოვეს, მაშინ მხოლოდ ცხოვრების შეცვლა და სრულფასოვანი დასვენება დაგჭირდებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა