თეგებით ძიება

რისი ნიშანია უმადობა და როგორ ვებრძოლოთ მას

უმადობის დროს ადამიანი ჭამის სურვილს კარგავს და მისი კვების რეჟიმი წარსულისგან განსხვავებული ხდება. მისი ნიშნებია უჭმელობის ან გაუთვითცნობიერებელი წონის კლების სურვილი და უბრალოდ, შიმშილის განცდის არარსებობა.

ამ დროს ჭამის პროცესის წარმოდგენაც კი უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს და ადამიანს, რომელსაც უმადობა აწუხებს, ჭამის დროს შესაძლოა, გული აერიოს. ხანგრძლივ პერიოდში უმადობას, რასაც სამედიცინო და ფსიქოლოგიური მიზეზები ახლავს თან ანორექსია ეწოდება.
ერთმანეთთან თანმხლები უმადობა და გადაქანცულობა უკვე შემაშფოთებელი და საფრთხილო ნიშანია, რომელსაც სხეული გვაწვდის.
ხშირად დაღლილობის მიზეზი შესაძლოა, სწორედ, უმადობა იყოს, რადგან ამ დროს ადამიანი საკმარისი ოდენობის კალორიებსა და მკვებავ ელემენტებს არ იღებს. უმადობის მიზეზად შეიძლება, მივიჩნიოთ ხანგრძლივი სხეულებრივი ტკივილი. მის გამომწვევ მიზეზებს შორისაა: ფეხმძიმობა, გაციება, სიცხე, პრემენსტრუალური სინდრომი და ასე შემდეგ.
შესაძლოა, ამ პრობლემას მედიკამენტებიც იწვევდეს: ძილის აბები, ანტიბიოტიკები, არტერიული წნევის დამწევი ან მარეგულირებელი მედიკამენტები შარდმდენი პრეპარატები.
ენერგიის ნაკლებობასა და უმადობას ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები უძღვის წინ: სტრესი, გლოვა, ბიპოლარული აშლილობა, ანორექსია, ბულემია, შფოთვა, დეპრესია.
ზრდასრულებში ამ დაღლილობისა და უმადობის სიმპტომებს შესაძლოა, შემდეგი დაავადებებიც იწვევდეს: გულის პათოლოგიები, ჰიპოთირეოზი, ფილტვის დაავადებები, დეპრესია, სიმსივნე, ძილის დარღვევები, ჰორმონული ცვლილებები, ნევროლოგიური დარღვევები, მაგალითად, სკლეროზისა და პარკინსონის დაავადებები.
ზოგჯერ დაღლილობა და უმადობა ისეთ სიმპტომებთან ერთად ვლინდება, როგორიცაა: დაბნეულობა, თავბრუსხვევა, მხედველობის პრობლემა, გულისცემის აჩქარება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სუნთქვის შემოკლება, გულის წასვლა, მოულოდნელი კლება წონაში, დაბალი ტემპერატურის აუტანლობა. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
უმადობასთან და გადაღლილობასთან გასამკლავებლად აუცილებელია ენერგიის მომატება. ამ დროს შემდეგ მეთოდებს მიმართავენ: საუბრებით თერაპია; განრიგის შექმნა, სადაც აქტივობებთან ერთად დასვენების დროც იქნება გაწერილი; ვარჯიში, ფიზიკური თერაპია.
ამ სიმპტომების მქონე პაციენტებთან დიეტოლოგები და ექიმები, ძირითადად, ერთობლივად მუშაობენ, რათა შემცირდეს გადაღლილობის განცდა და გაიზარდოს მადა. თუ გადაღლილობისა და უმადობის თავიდან არიდება ვერ შეძელით, არაჯანსაღი ცხოვრების წესით გამოწვეული ამ სიმპტომებისგან თავის დაღწევას ხილით, ბოსტნეულითა და ხორცით დაბალანსებული რაციონით, ვარჯიშითა და დღეში, მინიმუმ, 7-საათიანი ძილით შეძლებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა