თეგებით ძიება

არ არის სწორი მისი ლანძღვა, ეს მისი არჩევანია - თაკო ჩარკვიანი გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას ეხმაურება

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი გრიგოლ ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას გამოეხმაურა:

“გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობა დატოვა, მიზეზად არჩეული ტაქტიკა დაასახელა! ეს არის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და უფლება!

არ არის სწორი მისი ლანძღვა, (განსაკუთრებით ამ პარტიის, ზოგიერთი წევრის და მომხრისგან) ის გაეცალა პროცესს ეს მისი ნებაა, პირველივე დღიდან მას სხვა პოზიცია ჰქონდა ( გვახსოვს მისი განცხადება, პარლამენტში სავარაუდო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით) განსხვავებით, ზოგიერთი “ცრუპენტელასგან“, გულზე მჯიღს რომ, ირტყამდა “შენი მანდატი არ მჭირდება ივანიშვილოო“, ასე, რომ განსხვავებული პოზიცია სხვა არის და “ცრუპენტელობა” სხვა.

გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი აზრი და ეს პოზიცია აქვს, ( არ არის მისი ლანძღვა სწორი) ის დიპლომატია პროფესიით – ეს მისი არჩევანია!”- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა