თეგებით ძიება

ტიტუშკები, რომლებიც წურბელებივით იკვებებიან ჩვენი გადასახადებით, მშვიდობიან აქციებს გვირბევენ - ხმაური და დაპირისპირება თელავში

თელავში დილიდან ხმაურია - სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო როგანიზაციის წარმომადგენლებმა თელავის მერიის ერიტორიიდან პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინცვლეს, სადაც "ოცნების" მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ და ხალხის გადასახადებით იკვებებიან, მშვიდობიან აქციებს არბევენ და დემონსტრანებზე ზეწოლას ახორციელებენ. ისინი მოითხოვენ, ყველა იმ მოძალადის კანონის სიმკაცრით დასჯას, რომელიც მშვიდობიან აქტივისტებს არბევს:

"ქვეყანაში დაშვებულია და მოსულია მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა ტიტუშკების მხრიდან და თითოეული ტიტუშკა არის ის ადმინისტრაციული რესური, რომელიც წურბელასავითაა მიწეპებული აღმასრულებელ ხელისფულებაზე და იკვებება ჩვენი გადახდილი გადასახადებით", – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დღეს დილით აქციის მონაწილეები თელავის მერიასთან შეიკრიბნენ და მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ის ხალხთან არ გამოჩენილა.

გუშინ კი თელავის თეატრის წინ გაშლილ კარვებში მყოფი პირების მისამართით მუქარა და ზეწოლა განხორციელდა. ერთ-ერთი მოძალადე, რომელმაც აქტივისტების წინააღმდეგ გამოვიდა, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, ბიზნესმენი ლადო საყვარელიძე იყო.



წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა