თეგებით ძიება

ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ამაში სწორედ ის ე.წ. ოდიოზური ფიგურები გვეხმარებიან - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის, პარტიიდან წასვლას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში კარგი პროცესები მიდის და ცვლილებების შემდეგ, ქვეყანა ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მიიღებს.

„ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ეს ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან პირველ რიგში სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, შეიძლება მერაბიშვილზე და სხვებზეც ჰქონდა ლაპარაკი, ისინი შლიან დღეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ანალოგიურად „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ჯანსაღი პროცესი და ამ ყველაფრის შედეგად მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. ამაში რომ ეს ოდიოზური ფიგურები გვეხმარებიან ძალიან კარგია“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა