თეგებით ძიება

"მე ეკა ტიკარაძეზე შემიძლია დისერტაცია დაგიწეროთ, ეს ქალი მუდმივი ბულინგის მსხვერპლია, ბევრი კაცი ვერ გაუძლებდა ამას" - წულუკიანი

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც ახალ პარლამენტში განათლების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პოსტს დაიკავებს რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები და მათი ოჯახები მუდმივი ბულინგისა და თავდასხმის ქვეშ არიან.
"მე ეკა ტიკარაძეზე შემიძლია დისერტაცია დაგიწეროთ ზეპირად, მაგრამ ამის დრო თქვენს ეთერში არ არის. ეს ქალი არის მუდმივი ბულინგის მსხვერპლი, მუდმივი ბულინგის, მუდმივი, ბევრი კაცი ვერ გაუძლებდა იმას რასაც ის უძლებს ამ დიდი უბედურების პირობებში. ვინმეს ამოუღია ხმა ამაზე?! სახლში მივარდნებით დაწყებული და ბევრი სხვა რამით გაგრძელებული

” - ამბობს წულუკიანი.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა