თეგებით ძიება

“შობაზე აღარ ვიგალობებ” - თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებისთვის “დასაჯეს”

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ იგი შობის ღამეს ტაძარში აღარ იგალობებს. მისი თქმით, დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებების გამო “დასაჯეს” და გარკვეული “სამაგიერო გადაუხადეს”. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“როდესაც, ღიად ეთერში გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება იმ ჩემთვის მიუღებელი საკითხისადმი, რომ არ მოგწონს ადამიანის რელიგიური მრწამსი, რასა თუ ორიენტაცია, ამიტომ უნდა ჩაიქოლოს ადამიანი, ამიტომ მისი დისკრედიტაცია ხდება, ამიტომ სამსახურებიდან ათავისუფლებენ, თუ არ მუშაობს არ იღებენ და აბულინგებენ, ამის წინააღმდეგ წავედი მე. მას შემდეგ ტოლერანტ ადამიანთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ შობის ღამეს, როდესაც ტაძარში ვგალობ, აღარ უნდა მემღერა”, - განაცხადა მან.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა