თეგებით ძიება

ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს, თუ როგორ სწრაფად იცვლება გარემოებების მიხედვით ქართული ოცნების პოზიციები - ნადირაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდს ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისათვის და მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ იქნება.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ინიციატივა უნდა გამოიჩინოს ქართულმა ოცნებამ და მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციას შესთავაზოს რაციონალური წინადადება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამ შეცდომის ფასს ქართული ოცნება გადაიხდის ძალიან მალე.

„ქართული ოცნება არ ცვლის რიტორიკას, მას ჰგონია, რომ ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტით შესაძლებელი იქნება ამ ქვეყნის მართვა, ოპოზიციაც რჩება თავის პირობებზე, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და ყველა მოლაპარაკება უნდა იწყებოდეს ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ საუბრით.

ეს არის ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს, დანარჩენი, ინიციატივა ამ მიმართულებით უნდა გამოიჩინოს ქართულმა ოცნებამ, ის უნდა წამოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და უნდა შემოგვთავაზოს რაციონალური წინადადებები, თუ მას ამის გაკეთება არ უნდა და თვლიან, რომ ასე შეძლებენ ასეთ კრიზისში ქვეყნის მართვას არალეგიტიმური, ხალხის მიერ არ არჩეული პარლამენტით, ეს არის დიდი შეცდომა და ამ შეცდომის ფასს გადაიხდიან ძალიან მალე.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილი ასევე შეეხო ანდრიუს კუბილიუსის ინიციატივას. ნადირაშვილის თქმით, ცხადია ქართული ოცნება არ განიხილავს ქვეყნის მეგობრების შემოთავაზებას, თუმცა როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს, თუ რა სწრაფად იცვლის ქართული ოცნება პოზიციებს გარემოებებიდან გამომდინარე.

ქართული ოცნება, კონკრეტულად კობახიძე, ცხადია არ ცვლის თავის პოზიციას და მუდმივად გამოირჩევა ხისტი განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში ისეთი განცხადებებით, რომელიც ერთი შეხედვით გაფიქრებინებს, რომ მათ საერთოდ მოლაპარაკებების ჩაშლა შეიძლება უნდოდეთ, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო მე-4 რაუნის წინ საუბარი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისათვის რეგისტრაციის გაუქმებასა და პარტიების დაფინანსების შეჩერებაზე, ცხადია, ისინი არც განიხილავენ არცერთი ჩვენი მეგობრის შემოთავაზებას, მაგრამ ჩვენ ისიც ნანახი გვაქვს, თუ როგორ სწრაფად იცვლება გარემოებების მიხედვით ქართული ოცნების პოზიციები.“ - აღნიშნა ნადირაშვილმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა