თეგებით ძიება

თავს უფლებას აძლევენ, რომ თავისი ბნელი საქმეების შესახებ უკვე ხმამაღლა ისაუბრონ - ნადირაშვილი წულუკიანის განცხადებაზე

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, თეა წულიკიანის განცხადებას ეხმაურება, სადაც წულუკიანი რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლების აქტიურ ჩართულობაზე საუბრობს.
ნადირაშვილის თქმით, წულუკიანის ეს განცხადება იყო გამიზნული ძალის დემონსტრირება, რითაც ისინი აჩვენებენ, რომ შეუძლიათ ნებისმიერი საქმის შეკერვა და მფლობელების შეცვლაც კი ოლიგაქრის სასარგებლოდ.

„წლების განმავლობაში გრძელდებოდა ეს დავა რუსთავი 2- თან დაკავშირებით და ვისმენდით უტიფარ განცხადებებს ყველა ჯერზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოსაგან, რომ ეს იყო ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და გუშინ წულუკიანმა ასე პირდაპირ და უტიფრად გამოგვიცხადა, რომ ეს ყოფილა დავა წამოწყებული სახელმწიფოს მხრიდან და მისივე სიტყვები რომ გამოვიყენოთ, სახელმწიფოს ძალიან ბევრი შრომა ჩაუდია იმაში, რომ რუსთავი 2 გადასულიყო ოლიგარქის ჯიბეში. სწორედ ეს განცხადება ვიხილეთ გუშინ ჩვენ.

რათქმაუნდა, მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ წულუკიანს ეს სიტყვები წამოცდა, ეს ჩემი აზრით იყო გამიზნული ძალის დემონსტრირება, რომ აი ჩვენ კანონიერ მფლობელებს წავართვით რუსთავი 2.

ხელისუფლებას ეხლა ინსტიტუტები აქვს მოდუნებული, ისინი თვლიან, რომ კიდევ ერთი არჩევნები მოიგეს, სინამდვილეში კი გააყალბეს და თავს უფლებას აძლევენ, რომ თავისი ბნელი საქმეების შესახებ უკვე ხმამაღლა ისაუბრონ.

სწორედ ეს არის, რომ მათ ახლა აქვთ გამარჯვების სინდრომი, დაჯღაბნილი, გადაწერილი ოქმების საფუძველზე, მაგრამ მაინც აქვთ და თვლიან, რომ შეუძლიათ ასე ღიად და უტიფრად ისაუბრონ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი საქმის შეკერვა და მფლობელების შეცვლაც კი ოლიგარქის სასარგებლოდ.“ - განაცხადა ნადირაშილმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა