თეგებით ძიება

ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესის გაჭიანურებას და მას ძალიან მალე დავასრულებთ, რათა ჩრდილოკორეული პარლამენტი გაფორმდეს - ნადირაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან სადეპუტატო მანდატების შეჩერების მოთხოვნას ეხმაურება.
ნადირაშვილის თქმით, ის დეპუტატები, რომელთა უფლებამოსილებაც აღიარა პარლამენტმა, უახლოეს დღეებში მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ გააჭიანურებს ამ პროცესს, რათა რაც შეიძლება მალე გაფორმდეს ჩრდილოკორეული პარლამენტი.

„ჩვენი პოზიცია იყო ძალიან ნათელი, ავანგარდშიც ვართ ამ მთელი პროცესის რათქმაუნდა, დეპუტატები, რომელთა უფლებამოსილება აღიარა პარლამენტმა მიმართავენ საკანონდმებლო ორგანოს ამ უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით და ამას ჩვენ გავაკეთებთ უახლოეს დღეებში.

ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესის გაჭიანურებას, ტექნიკურად მიმდინარეობს შეთანხმებები, სამუშაოები ამ განცხადებების შესატანად და ამ პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ, რათა ჩრდილოკორეული პარლამენტი გაფორმდეს.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა