ემოციები, რომლებიც პნევმონიას იწვევენ - ნუ დაეხმარებით კორონავირუსს
დღეს პნევმონიის რისკი განსაკუთრებით მაღალია, მაგრამ ამაში მხოლოდ კორონავირუსია კი არა, ჩვენი ემოციებიც სცოდავენ.
პნევმონია დღეს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად იქცა, რადგან სწორედ მას იწვევს ყველაზე ხშირად კორონავირუსი. მაგრამ რატომ არის ზოგი ადამიანი მიდრეკილი ფილტვების დაავადებებისკენ, და ზოგი არა? ყველაფერი ემოციებს უკავშირდება.
ჩვენი ქვეცნობიერი ყველა ჩვენს ემოციაზე რეაგირებს, რაც ამა თუ იმ ორგანოს ჯანმრთელობაზე აისახება.
აღსანიშნავია, რომ პნევმონიაზე პირველ რიგში, ჩვენი შიში და შფოთვა არის პასუხისმგებელი. პანდემიის დროს, როდესაც მედიიდან ყოველდღე ნეგატიური ამბები გვესმის, ძნელია შიშებისგან თავის დაღწევა.
ფსიქოსომატიკის თეორიის თანახმად, ფილტვების მეშვეობით ადამიანსა და სამყაროს შორის ენერგიების გაცვლა ხდება და თუ ის მუდმივად უარყოფითია, ფილტვები ბინძურდება და მათი მუშაობა ირღვევა.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საშიში ემოციებისგან თავის დაცვა შევძლოთ.
ემოციები, რომლებიც პნევმონიას იწვევენ
1.სიკვდილის შიში, სასოწარკვეთილება , მძიმე გამოცდილება, რომელიც აღიქმება როგორც სიცოცხლის საფრთხე (თუნდაც სინამდვილეში, ასე არ იყოს).
2.უიმედობის გრძნობა - ამ ფონზე პანიკა და დეპრესია. ფიქრი იმაზე, რომ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.
3.საკუთარ თავში დაეჭვება - ეს პირველ რიგში, ცუდ ემოციებთან ბრძოლას ეხება. ნუ ფიქრობთ, რომ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ. უბრალოდ, შეეცადეთ ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაიტანოთ ან თავი აიძულოთ, რომ ნეგატიურზე არ იფიქროთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავში დაეჭვება ნეგატიურ ემოციებს თქვენი გიონებისკენ გზას უხსნის.
4.ძლიერი ან უკვე ქრონიკულიდაღლილობა - გაუთავებელი საზრუნავისა და შრომის შედეგად დათრგუნული მდგომარეობა, გამოფიტულობის შეგრძნება.
5. თვითგვემისკენ მიდრეკილება.
6.ნეგატიური გამოცდილებით და მოგონებებით ცხოვრება.
ვინ არის რისკის ზონაში?
1.დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები.
2. „ზედმეტად“ წესიერი ადამიანები ჰიპერტროფირებული სინდისის გრძნობით.
3. თვითკრიტიკისა და თვითკონტროლისკენ მიდრეკილი ადამიანები.
ფილტვის დაავადების მიზეზები ბავშვებში
ბავშვებში პნევმონია არახელსაყრელ ოჯახურ გარემოში ვითარდება. კონფლიქტი მშობლებს შორის, მშობლებსა და შვილს შორის, სოციალური და მატერიალური პრობლემები, ბავშვის აზრის უარყოფა, ზედმეტად მკაცრი აღზრდა ან პირიქით, გადაჭარბებული ზრუნვა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, დამცირება - ეს ყველაფერი ბავშვისთვის ნეგატიურ ენერგიას ატარებს. ის შეშინებული ან დაშინებულია და თავს ზედმეტად, უსარგებლოდაც კი გრძნობს. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ბავშვის ფსიქიკას ძლიერ დარტყმას აყენებს. ძლიერმა ემოციებმა კი შეიძლება ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები (პნევმონია, ბრონქიტი, ხველა) გამოიწვიოს.
რა გავაკეთოთ?
მნიშვნელოვანია შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი. რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, მიეცით საკუთარ თავს სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა. ამის გაკეთება ნაწილობრივი იზოლაციის პირობებშიც კი შესაძლებელია.
ისწავლეთ მოდუნება, ისიამოვნეთ ცხოვრებით, გიყვარდეთ ის და საკუთარი თავი. ნებისმიერ ვითარებაში ისწავლეთ არა მხოლოდ უარყოფითი, არამედ დადებითი მხარეების და პერსპექტივების დანახვა.