რომელი პროდუქტები უნდა ჩართოთ ყოველდღიურ რაციონში, რომ გულის პრობლემები აირიდოთ
K ვიტამინი, რომელიც უხვადაა ისპანახში, ბროკოლსა და სალათის ფურცლებში, სასარგებლო აღმოჩნდა გულისთვისაც - ამ დასკვნამდე მივიდნენ სამხრეთ კაროლინის (აშშ) მკვლევარები. აღნიშნული ნივთიერება მონაწილეობს გულის კუნთის სისხლით მომარაგებაში, ეხმარება მარცხენა პარკუჭს ნორმალური მუცულობის შენარჩუნებაში.
K ვიტამინის დეფიციტი გულის ფუნქციობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. როგროც ექსპერტები აღნიშნავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის მიწოდება მოზარდი ორგანიზმისთვის. საკვლევი ახალგაზრდების 10 %-თან მეცნიერებმა გულის კუნთის გადიდება და გულის მუშაობის რამდენიმე სახის შეფერხება გამოავლინეს, ამასთან, ველა მათგანს ორგანიზმში K ვიტამინის დეფიციტი აღენიშნებოდა.
საზოგადოდ, ახალგაზრდებს არ უყვართ აღნიშნული ვიტამინის
შემცველი საკვები პროდუქტებით კვება, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე, უპირველესად კი გულის ფუნქციობაზე - აცხადებენ სპეციალისტები.
ოხრახუში, ისპანახი, ბროკოლი, თეთრთავა კომბოსტო, რეჰანი, ქინძი, ნიგოზი, ავოკადო, მოცვი, მარწყვი - ეს და K ვიტამინის შემცველი სხვა პროდუქტები აუცილებლად უნდა შედიოდეს ყოველდღიურ საკვებ რაციონში, თუ გსურთ გულთან დაკავშირებული.