აკნე - რა იწვევს დავადებას და როგორ ვუმკურნალოთ? - კოსმეტოლოგ ქეთი მაჭავარიანის რჩევები
აკნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ადამიანების უმრავლესობას ეს პრობლემა მხოლოდ გარდატეხის ასაკში აქვს, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად, ცხიმოვანი ჯირკვლების ეს პათოლოგია ზრდასრულებშიც გვხდება.
რა არის აკნე? რა იწვევს ამ დაავადებას და როგორია მკურნალობის გზები? TIA.GE-ს კითხვებს ექიმი-კოსმეტოლოგი ქეთი მაჭავარიანი პასუხობს.
- ქეთი, რომ განვმარტოთ დეტალურად, რა არის აკნე?
- აკნე ეს არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც წარმოდგენილია ჭარბი ცხიმით და კომედონებით. ამ დროს კანის მკვდარი გარქოვანებული უჯრედები და კანის ცხიმი ახშობს თმის ფოლიკულს და წარმოქმნის ანთებით უბანს. გამოხატულია გაძლიერებული ცხიმის გამოყოფა, წვრილი საშუალო ან მსხვილი, შავი წითელი ან თეთრ თავიანი ელემენტებით.
- რა იწვევს აკნეს? სად უნდა ვეძებოთ დაავადების მიზეზები მიზეზები?
- აკნეს გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს.მათ შორის წამყვანი გენეტიკაა რომელიც პრობლემის 80% წარმოადგენს.
ჰორმონები:ანდროგენული ჰორმონები,ტეტოსტერონი და დიგიდროტესტოსტერონი.აკნე დამახასიათებელია ორივე სქესისთვის,განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში ასევე პრედმენსტრუალურად. ინფექცია–ანაერობული ბაქტერია (cutibaqterium acnes) და პარაზიტული ტკიპა ( demodex). დიეტა–თუ მას გლიკემიური დათვირთვა აქვს ხშირად შესაძლოა გახდეს აკნეს გამწვავების მიზეზი. არასწორი კვება,მავნე ჩვევები და რაც მთავარია სტრესი რომელიც ზემოთ ჩამოთვლილის მაპროვოცირებელი ფაქტორია.
- რამდენად ექვემდებარება აკნე მკურნალობას?
- აკნეს ეფექტური მკურნალობისთვის, საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ეს გულისხმობს როგორც მედიკამენტოზურ მკურნალობას, ასევე, სამკურნალო-კოსმეტოლოგიურ პროცედურებს და აუცილებლად, საჭიროა ყოველდღიური რუტინა სწორედ შერჩეული პროდუქციით. მათთვის, ვისაც აწუხებს აკნე, აუცილებელია კვების და ძილის სწორი რაციონი.
- რომელი პროცედურები ითვლება ეფექტურად აკნეს წინააღმდეგ?
- აკნეს სამკურნალოდ ბევრი პროცედურა არსებობს, როგორც თერაპიული ასევე აპარატურული და ინიექციური ასაკის და სიმძიმის მიხედვით.
პირველ რიგში საჭიროა მწვავე, ანთებითი პროცესის მოხსნა, დამშვიდება–დაწყნარება და შემდგომ უკვე ჩარევა.
ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად გვევლინება კანის ექსფოლიაცია ( აქერცვლა–განახლება ). ამ დროს კანიდან ხდება მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების მოშორება. ასეთ პროცედურებს მიეკუთვნება ქიმიური პილინგების კურსი რომელიც კანის ექსფოლიაციის გარდა ამცირებს ცხიმოვნებას. ასევე პლაზმოთერაპია (ჩვენების მიხედვით) ახდენს კანის რეგენერაციას ცხიმის რეგულაციას მეტაბოლიზმის პროცესების გააქტიურებას და კოლაგენის და ელასტინის სტიმულაციას.
მეზოთერაპია ( პეპტიდები,ვიტამინები) რომლებიც აწვდიან კანს საჭირო ნივთიერებებს ახდენენ ცხიმის ბალანსს და კანის რეგენერაციას.
პოსტ აკნე ნაწიბურებზე და ლაქებზე, ასევე, ძალიან ეფექტურია მიკროდერმაბრაზია ( მექანიკური პილინგი) და აბლაციური და არა აბლაციური ლაზერული პილინგი.ქიმიურ პილინგებთან შედარებით ეს პროცედურები გვაძლევს უფრო ძლიერ ექსფოლიაციას შედეგან კანის რელიეფი უფრო გათანაბრებული და გასადავებულია.ასევე მნიშვნელოვანია კანის ელასტიურობის აღდგენა შესაბამისი პროცედურებით კოლაგენოთერაპია, რფ ლიფტინგი და სხვა.
- ყველას მოგვეხსენება, რომ თავის მოვლა და კოსმეტოლოგიური პროცედურები თანხებთანაა დაკავშირებული. რამდენად შესაძლებელია ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა ადამიანმა მიიღოს სასურველი შედეგი ბიუჯეტურ ფასად?
- იმისათვის, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი, საჭიროა სწორი მიმართულება და ხანგრძლივი მკურნალობა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე. პირველ ეტაპზე, გარკვეული პროცედურების კურსია საჭირო, რომ მივიღოთ რემისია, ხოლო შემდგომ უკვე შევინარჩუნოთ მიღებული შედეგი. ამისათვის, კურსის ჩატარება აუცილებელი არ არის. საჭიროა მინიმალური პროცედურები, პრევენციის მიზნით.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსებთან, მაგრამ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხდება მაქსიმალურად მისთვის სასურველი და ხელმისაწვდომი პროცედურების შერჩევა, რადგან, მე, როგორც ექიმი, პირველ რიგში, ორიენტირებული ვარ შედეგზე.
TIA.GE-ს მკითხველისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. თუ გაქვთ კითხვები სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან დაკავშირებით, მოგვწერეთ და ექიმი მაქსიმალურ და კომპეტენტურ ინფორმაციას მოგაწვდით.