თეგებით ძიება

გაიცანით კურიერი, რომელმაც ფულით სავსე საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა

ბიჭმა, რომელმაც ქუჩაში საფულე იპოვა “ბევრი ფულით” და პატრონს სოციალური ქსელით ეძებდა, მფლობელს უკვე მიაკვლია და ფული გადასცა. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“გადავეცი უკვე საფულე, ძალიან გავახარე ვერ აღვწერ ამ სიხარულს, მაპატიეთ”, – წერს თორნიკე ნინიკაშვილი.

თორნიკე ნინიკაშვილი „გლოვოს“ კურიერია. მან საფულე 4 იანვარს იპოვა და პატრონს სოციალური ქსელის საშუალებით ეძებდა.

“ქუჩაში ვნახე იქნებ როგორმე მივაკვლიოთ ძალიან ბევრი ფული აქვს დაკარგული”, – წერდა თორნიკე ნინიკაშვილი “ფეისბუქზე”.

თორნიკეს საქციელს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობა მას ამ საქციელისთვის მადლობას უხდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა