თეგებით ძიება

შობა და პანდემია - რა ცვლილებები ელოდება მრევლს დღესასწაულის ღამეს?

პირველი შობა, რომელიც პანდემიის ფონზე და მასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით ჩაივლის - უკვე ცნობილია, რომ წირვას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II აღავლენს. შობის ღამეს მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათიც.
წირვასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო სასულიერო პირების მასობრივი ტესტირება. ჯანდაცვის ექსპერტები საპატრიარქოს მოუწოდებენ, დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რათა კორონავირუსის გავრცელების საშიშროება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეპიდემიოლოგები ასევე მოუწოდებენ საზოგადოებას, მასიმალურად შეიკავონ თავი ეკლესიაში მისვლისგან და შობა სახლში აღნიშნონ.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სპეციალური განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტესტირების მიუხედავად, ეკლესიაში ხალხმრავლობა მაინც დიდ რისკს შეიცავს:
"უკვე რამოდენიმე კვირაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო კონკრეტულად სასულიერო პირებისა და რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი. თუ რაიმე შემთხვევა საეჭვო იქნება რელიგიურ პირებში, მოხდება მისი დროული იდენტიფიცირება და არ მიიღებს მსახურებაში მონაწილეობას. ეკლესიაში ხალხმრავლობა რისკის მატარებელია და რაც ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ისევ და ისევ მოწოდებაა მოსახლეობის მიმართ, რომ ნუ დავივიწყებთ პირადი დაცვის საშუალებებს" - განაცხადა გაბუნიამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ალილოს ტრადიციული მსვლელობა შობის ღამეს არ ჩატარდება და ქალაქს მხოლოდ მანქანებიდან აკურთეხებენ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა