თეგებით ძიება

გალის რაიონის რამდენიმე სოფელში თხილნარები, საქონლის სადგომები და საძოვრები იწვის

ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო შექმნილ მდგომარეობაზე წერს პერსონალური გვერდის “აფხაზური ამბები” მომხმარებელი და შესაბამის ფოტო ვიდეო მასალას ავრცელებს.



“უმძიმესია ამის ყურება…

ომისგან განადგურებული, ფერფლიდან ორჯერ აღდგენილი სახლ-კარები ისევ იწვის…

გალის რაიონი-ნაბაკევი ,სიდა, ბარღები, რეფი, ხუმუშკური…

და ქარი ისევ ძლიერია, სახანძრო მანქანები არის, წყალი არა…

რუსული ვერტმფრენი ჯერ არ ჩანს…”-წერს “აფხაზური ამბები”

შეგახსენებთ: ოკუპირებულ აფხაზეთის გალის რაიონში, ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრების დასახლებულ პუნქტებსა და საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა