ფრთხილად, დაღლილობა შეიძლება ამ 3 დაავადების სიმპტომია
ზოგჯერ დაღლილობა ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ძილის ნაკლებობის ან სტრესის შედეგი კი არა სერიოზული დაავადებების სიმპტომია. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს.
გთავაზობთ 3 შემთხვევას, როცა დაღლილობის სახით ორგანიზმი „SOS“ სიგნალს აგზავნის.
ქრონიკული დაღლილობა
თუ ქრონიკული დაღლილობა გაწუხებთ, ეს შეიძლება სერიოზული სიგნალი იყოს. გახსოვდეთ, რომ ქრონიკული დაღლილობის სიმპტომები მრავალმხრივ ემთხვევა გაფანტული სკლეროზის, წითელი მგლურას და ანემიას სიმპტომებს. ამიტომ, აუცილებელია ანალიზების ჩატარება, რომ ყველა ზემოთ დასახელებული დაავადება გამოირიცხოს და მხოლოდ ქრონიკული დაღლილობა დარჩეს.
ქრონიკული დაღლილობის ძირითადი სიმპტომებია: ლიმფური კვანძების შეშუპება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, კონცენტრაციის პრობლემები, ყურადღების გაფანტვა და სისუსტე.
დიაბეტი
ადრეულ ეტაპზე მეორე ტიპის დიაბეტი შეიძლება გამოიხატოს, როგორც ჩვეულებრივი დაღლილობა და მოდუნება. ჩვეულებრივ, დაღლილობასთან ერთად, იმატებს მადა და წყურვილის გრძნობა. შეიძლება მოხდეს წონის მკვეთრი კლება ან, პირიქით, მომატება. ამასთან, ექიმები გვირჩევენ პირველ რიგში, ყურადღება ენერგიის შემცირებას მივაქციოთ, როგორც საგანგაშო სიგნალს.
დეპრესია
დაღლილობა, სხვა ყველაფერთან ერთად, შეიძლება დეპრესიის სიმპტომი იყოს. ამ დიაგნოზის დასმა, რა თქმა უნდა, ამ დიაგნოზის დამოუკიდებლად დასმა შეუძლებელია, ვინაიდან მისი სიმპტომები ხშირად სხვა დაავადებების სიმპტომებს ემთხვევა. გარდა ამისა,უნდა გაარკვიოთ რა განსხვავებაა დეპრესიას, ცუდ განწყობასა და ემოციების უკონტროლობას შორის.