თეგებით ძიება
09. 01. 2021 COVID - 19

„ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, საბოლოო პასუხს ექიმები ვერ ამბობენ“ - თემურ წიკლაური რეანიმაციაშია

უკვე ათი დღეა მომღერალი თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსზე მკურნალობს.

როგორც „პრაიმამბებთან“ ნუგზარ კვაშალი ამბობს, 74 წლის მომღერალი რეანიმაციულ განყოფილებაშია და ჯერჯერობით მის მდგომარეობაზე ექიმები არ საუბრობენ.

ნუგზარ კვაშალი: „უკეთესობისკენ არის ცვლილებები, თუმცა ჯერ საბოლოო პასუხს ვერ ამბობენ ექიმები. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა ჩართული. კოვიდია, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ფილტვებზე იცის დარტყმა. თან ასაკშია… გულზე სტენტირება აქვს გაკეთებული. სამ-ოთხ დღეში გვეტყვიან ზუსტ პასუხს. თუ ასე უკეთესობისკენ წავიდა მკურნალობა, ყველაფერი კარგად იქნება.

ლილიმაც იმკურნალა კლინიკაში, ერთი ხუთი დღე, ალბათ, და უკვე სახლშია. ყველა ოჯახის წევრმა მოიხადა და სირთულეები მარტო თემურს შეხვდა“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა