თეგებით ძიება

დღეში სამი ვაშლის ჭამა ამ საშინელი დაავადებისგან დაგიცავთ

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ დაასკვნეს, რომ ყოველდღიურად, თუნდაც სამი ვაშლის მირთმევა მოწევის შემდეგ ფილტვების ჯანმრთელობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ პომიდორსაც ზუსტად იგივე ეფექტი აქვს. უნდა მიირთვათ ორი პომიდორი დღეში, რომ მოწევით დაზარალებულ ფილტვებს დაეხმაროთ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასარგებლო მხოლოდ ახალი ვაშლი ან პომიდორია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი კვლევები ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებულებს დაეხმარება.

პროფესორი ვანესა გარსია-ლარსენის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ პომიდვრისა და ვაშლის დიეტა მწეველებს ფილტვების მრავალი დაავადებისგან განკურნებაში დაეხმარება.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა 650 ზრდასრული ადამიანი შეისწავლეს, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ დიეტას იცავდნენ. დიეტის დასრულების შემდეგ ფილტვების რენტგენმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ყოფილი მწეველების ფილტვებში, რომლებიც პომიდორსა და ვაშლს მიირთმევდნენ, ასაკთან დაკავშირებული მავნე ცვლილებები იმაზე რამდენჯერმე ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე მოწევის პერიოდში.

ექიმმა განმარტა, რომ 30 წლიდან ფილტვები გამოფიტვას იწყებს, თუმცა რამდენად სწრაფად ან ნელა დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა