თეგებით ძიება

რატომ უნდა დაიწყოთ დილა ლიმნიანი წყლით? - ეს საინტერესოა

ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის ლიმონის წვენით გაჯერებული 1 ფინჯანი წყალი დილის ერთ-ერთი საუკეთესო რიტუალია. ლიმონის წვენი უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ეს საოცარი ციტრუსი დიდი რაოდენობით შეიცავს B და C ვიტამინებს, კალიუმს, ნახშირწყლებს, ეთერზეთებს და ბევრ სხვა კომპონენტს.

რეგულარულად მიიღეთ ლიმონის წვენი და გაიძლიერეთ იმუნიტეტი, გაიუმჯობესეთ საჭმლის მომნებელი ტრაქტის ფუნქციონირება, დაიკელით წონაში და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები.

გამონაყარი
ლიმონიან წყალს შეუძლია გაგათავისუფლოთ გამონაყარისგან და აკნესგან. შემოგთვაზებთ კიდევ ერთ მარტივ მეთოდს-გაიწმინდეთ სახე ლიმონის წვენით.

კენჭები თირკმელებში
კალიუმი ზრდის შარდში ციტრატის დონეს, რაც ხელს უშლის მარილების წარმოქმნას, რომელიც თირკმელებში კენჭების წარმოქმნის საფუძველია.

კურნავს კოლიტს
კოლიტი – თავს იჩენს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის შედეგად. რეგულარულად ლიმონიანი წყლის მირთმევით, თქვენ აღიდგენთ ამ ბალანსს და შეძლებთ კოლიტის დამარცხებას.

დაბალი იმუნიტეტი
ლიმონიანი წყალი ზრდის იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს პათოგენების სწრაფად აღმოფხვრასა და გამოვლენას.

დაგიცავთ გრიპისა და გაციებისგან
ლიმონი ერთ-ერთი უძლიერესი ნატურალური ანტიოქსიდანტია, რომელიც წარმოადგენს C ვიტამინის საკმაოდ დიდ წყაროს. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ იმუნური სისტემის გაძლიერებას და თავის საიმედოდ დაცვას ვირუსული და გაციებითი დაავადებებისგან.

ჭარბი წონა
ლიმონის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს. ციტრუსი მდიდარია პექტინით, რაც ხელს უწყობს შიმშილის გაკონტროლებას. ლიმონის წვენს შეუძლია გააძლიეროს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, ის აგრეთვე ასტიმულირებს ნაღვლის წვენის გამომუშავებას.

ნაღვლის ბუშტის პრობლემა
თუ თქვენ ნაღვლის ბუშტის პრობლემები გაქვთ და შარდვის დროს ტკივილი გაწუხებთ, ჭამის დროს აუცილებად დალიეთ ლიმონიანი წყალი.

გაციება და გრიპი
C ვიტამინით მდიდარი ლიმონი ნატურალური ანტიოქსიდანტია. მისი ანტიბაქტერიული თვისებები დაგეხმარებათ სწრაფად განიკურნოთ გრიპისგან და გაციებისგან.

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება
ლიმონიანი წყალი შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. 2 კვირის შემდეგ მდგომარეობა გაგიმჯობესდებათ.

სუსტი ფრჩხილები
ლიმონის წვენი აძლიერებს ფჩხილებს, მოგაშორებთ თეთრ ლაქებს, რომელიც ანემიის პირველი ნიშნებია.

მოწამვლა
ლიმონიანი წყალი დაგეხმარებათ, აიცილოთ საკვებით მოწამვლა.

ნაბახუსევის პროფილაქტიკა
თუ საღამოს მხიარულად გატარება დაგეგმეთ, ჯერ აუცილებლად მიირთვით ლიმონიანი წყალი, რათა თავიდან აირიდოთ საშინელი ნაბახუსევი. მეორე ულუფა მიიღეთ გაღვიძებისთანავე.

ანთება
ლიმონიანი წყალი ანეიტრალებს მჟავიანობას. მას შეუძლია ანთებითი პროცესების შეფერხება და აღმოფხვრა.

ხსნის კუნთების ტკივილს
თუ აქტიურად ვარჯიშობთ, საკუთარი თავსი ფიზიკურად დატვირთვის შემდეგ მიირთვით ერთ ჭიქა ლიმონიანი წყალი, რათა თავიდან აირიდოთ კუნთების ტკივილი.

შეშუპება და სახსრების ტკივილი
ლიმონის წვენი ამცირებს შარდმჟავას დაგროვებას სახსრებში და ამით ხელს უშლის ანთებისა და ართრიტის განვითარებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა