შავი მარილი და მისი სასარგებლო თვისებები - რომელ დაავადებს ებრძვის „ჰიმალაის მარილი“?
ჰიმალაის ანუ ინდური შავი მარილი არის მარილის სახეობა, რომელსაც, შავ-წითელი ფერი და გოგირდის მკვეთრი სუნი აქვს. რკინის მაღალი შემცველობის გამო ის ებრძვის მრავალ დაავადებას და მარილებს შორის ყველაზე სასარგებლოდ ითვლება!
ამ პროდუქტის პირველადი ნედლეული შავია, ხოლო კრისტალიზების პროცესში მინერალი მუქ იასამნისფერ შეფერილობას იღებს.
ჰიმალაის შავი მარილის სასარგებლო თვისებები:
შავი მარილი ებრძვის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ართრიტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, იმპოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები.
ჰიმალაის შავი მარილი კურნავს ყაბზობასა, შებერილობას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ის ცხიმების დამშლელია და ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის.
კუნთების დაჭიმულობის და მტკივნეული სახსრების შემთხვევაში კარგია შავი მარილის ცხელი საფენის გამოყენება.
ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პრევენციას, ამაგრებს ძვლებს.
შველის სასუნთქი გზების დარღვევებს. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ალერგია, ასთმა ან სხვა რესპირატორული დაავადებები, მათთვის რეკომენდირებულია შავი მარილის გამოყენება.
კარგია გულძმარვის პრობლების შემთხვევაში.
ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად არეგულირებს ქოლესტერინის დონესა და წნევას.
აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს - კარგია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.
კანის საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა.
შავი ჰიმალაის მარილის აბაზანები რეკომენდირებულია დამსკდარი ან შეშუპებული ფეხებისთვის, პაპილომა ვირუსისა და აკნეს დროს.
ქიმიური შემადგენლობა
შავი მარილი შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს და ისეთ მინერალებსა და ქიმიურ ნაერთებს, როგორიცაა ნატრიუმის სულფატი (Na2SO4), მაგნეზია, მაგნიუმის სულფატი, რკინის ოქსიდი და ა.შ. გარდა ამისა, ჰიმალაის მარილი შეიცავს 36,8% -დან 38,79-ს. ნატრიუმს. მისი რაოდენობა დამოკიდებულია მწარმოებელზე.
ხშირად დასმული კითხვები შავი მარილის შესახებ
სასარგებლოა თუ არა შავი მარილის მიღება არტერიული წნევის დროს?
შავი მარილი შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს. მისი რაოდენობა შეიძლება 36.8% -დან 38.79% -მდე მერყეობდეს. ის ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით კალიუმს, მაგნიუმს და სხვა მინერალებს, რომლებიც სასარგებლოა გულის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ ამ მინერალების ოდენობა უმნიშვნელოა.
შავი მარილი გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე ისევე, როგორც ჩვეულებრივი მარილი. ამიტომ, მაღალი წნევის მქონე ადამიანებმა დღეში 3,75 გრამზე მეტი არ უნდა მიიღონ. ჯანმრთელი ადამიანის ყოველდღიური დოზა შეიძლება 6 გრამამდე იყოს.
შავი მარილი უფრო სასარგებლოა თუ სუფრის მარილი?
სუფრის მარილი არის იოდით გამდიდრებული, რაფინირებული მარილი. შავი მარილი ასევე შეიცავს იოდს, მაგრამ მისი რაოდენობა არასაკმარისია. იოდის მნიშვნელობის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ სუფრის მარილი უკეთესია, ვიდრე შავი. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ შავი მარილი შეიცავს მინერალურ მინერალებს, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია. თუ ამ პუნქტს გავითვალისწინებთ, შავი მარილი უფრო სასარგებლო აღმოჩნდება, ვიდრე სუფრის მარილი. მაქსიმალური სარგებელის მისაღებად შეგიძლიათ შავი და სუფრის მარილის ნარევი გამოიყენოთ. ის სხეულს იოდის საკმარისი რაოდენობით, ასევე მიკროელემენტებით უზრუნველყოფს.
ჰიმალაის მარილის სამკურნალო თვისებები საჭმლის მონელების პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება. ამ თვისებების გამო შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი სუფრის მარილი. გარდა ამისა, შავი მარილი ასევე შეიცავს რკინას, რომელიც სისხლში ჰემოგლობინის დონეს ზრდის.
შავი მარილი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზღვის მარილი?
ზღვის მარილი შეიცავს ისეთ მავნე ქიმიკატებს, როგორიცაა ალუმინის სილიკატი და კალიუმის იოდიტი. ეს ორი ქიმიკატი ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენას ახდენს, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში ზღვის მარილი აკრძალულია. შავი მარილი არ შეიცავს ამ ქიმიკატებს, ამიტომ ზღვის მარილს უდავოდ სჯობია.
როგორ გამოვიყენოთ შავი მარილი? მაქსიმალური სარგებლის მისაღებად შეურიეთ თანაბარი რაოდენობით შავი და სუფრის მარილი.