თეგებით ძიება

გველის ზეთი, კოკაინი და ცემა-ტყეპა - როგორ მკურნალობდნენ ძველად

ჰიპოკრატეს დროიდან მოყოლებული, „არ ავნო” მედიცინის მთავარ პრინციპად მიიჩნევა, თუმცა არცთუ დიდი ხნის წინ ექიმები საკმაოდ ხშირად იყენებდნენ მკურნალობის საეჭვო მეთოდებს, მათ შორის - ისეთებსაც, რომლებიც სახიფათოდ ითვლება.

საბედნიეროდ, მედიცინა განვითარდა და ძველი სამედიცინო პროცედურები აღარ გამოიყენება, თუმცა მათ შესახებ ინფორმაციის მიღება დღესაც საინტერესოა.

კოკაინი

გველის ზეთი, კოკაინი და ცემა-ტყეპა - როგორ მკურნალობდნენ ძველად

როდესაც ავსტრიელმა ოფთალმოლოგმა კარლ კოლერმა კოკაინის საანესთეზიო თვისებები აღმოაჩინა, ეს პრეპარატი ყველა აფთიაქში გამოჩნდა. 1900-იანი წლების დასაწყისში კოკაინის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში გროშებად შეიძლებოდა.

ჰემიგლოსექტომია


მკურნალობის ეს მეთოდი ენის ნაწილის მოკვეთაში მდგომარეობს. მე –18 საუკუნის ექიმები სწორედ ასე „კურნავდნენ“ ენაბლუობას.
შენიშვნა: ეს მეთოდი დღესაც გამოიყენება, ოღონდ სიცოცხლის გადასარჩენად, როდესაც საჭიროა სიმსივნის მოცილება და ეს ანესთეზიით ხდება.

გველის ზეთი


ადამიანებს უძველესი დროიდან სწამდათ გველის ზეთის სამკურნალო თვისებების, თუმცა დღეს მის გამოყენებას ძალიან სკეპტიკურად უყურებენ. ჩინური წყლის გველის ზეთით ჩინური მედიცინა საუკუნეების განმავლობაში მკურნალობდა სახსრების ტკივილს. დღეისთვის გველები ომეგა-3-ისა და სხვა ცხიმმჟავების წყაროდ არის მიჩნეული, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

ცხვრის ღვიძლი


ძველ მესოპოტამიაში, პაციენტის გამოკვლევის ნაცვლად, მკურნალებმა ცხვარი შესწირეს და შემდეგ შეისწავლეს ღვიძლი. მათ სჯეროდათ, რომ შეწირული ცხვრის ღვიძლი დაეხმარება პაციენტის დიაგნოზს.
სისხლის ანალიზი და რენტგენი ხელმისაწვდომი არც თუ დიდი ხნის წინ გახდა. მათ აღმოჩენამდე ექიმები დიაგნოსტირების სხვადასხვა უჩვეულო ხერხებს მიმართავდნენ. მაგალითად, მესოპოტამიაში პაციენტის ჯანმრთელობაზე იმ ცხვრის ღვიძლის მიხედვით მსჯელობდნენ, რომელსაც ავადმყოფი მსხვერპლად სწირავდა. იმხანად ღვიძლი მიიჩნეოდა ადამიანის სისხლის ანუ სიცოცხლის წყაროდ.

მკვდარი თაგვები


ძველი ეგვიპტელები მკვდარი თაგვებისგან დამზადებულ მალამოებს კბილის ტკივილის დროს ღრძილებში შესაზელად ხმარობდნენ. მკვდარი თაგვებით მკურნალობდნენ ელისაბედის ეპოქის ინგლისშიც - მეჭეჭებზე მოსაცილებლად მასზე შუაზე გაჭრილ თაგვს ადებდნენ. თაგვებს იყენებდნენ ღამის შარდშეუკავებლობის, ყივანახველის, ჩუტყვავილასა და წითელას სამკურნალოდაც.

შარდის თერაპია


შუა საუკუნეების ევროპაში ექიმები დიაგნოზს უროსკოპიის საფუძველზე. მარტივად თუ ვიტყვით, პაციენტების შარდის დათვალიერების საფუძველზე სვამდნენ. ზოგიერთ პაციენტს თავად მიჰქონდა სა¬კუთარი შარდი, ზოგიერთი კი მსახურის ხელით გზავნიდა საანალიზოდ. ექიმი ყურადღებას აქცევდა შარდის სუნს, ფერს, კონსისტენციას და არცთუ იშვიათად გემოსაც უსინჯავდა. ხალხს სწამდა შარდის სამკურნალო თვისებების. ისინი სვამდნენ საკუთარ შარდს, მოიხმარდნენ სხვების შარდს, იწმენდდნენ კბილებს შარდით და ა.შ.

როტაციული თერაპია


მე -18 საუკუნეში მცხოვრები ექიმი ბენჯამინ რუში თვლიდა, რომ ადამიანის სიგიჟის მიზეზი სისხლის ცუდი მიმოქცევა იყო. მან გამოიგონა მანქანა, რომელიც მბრუნავი დაფისგან შედგებოდა. დაფაზე პაციენტებს აბამდნენ და საშინელი სიჩქარით ატრიალებდნენ. რუში დარწმუნებული იყო, რომ ეს მეთოდი პაციენტის თავის არეში ძლიერი სისხლის ნაკადს გამოიწვევდა და სიგიჟისგან განკურნავდა.

ობი


უძველეს ტრადიციულ მედიცინაში ობს გაციებიდან სახსრების ტკივილამდე, ყველაფრის სამკურნალოდ, ასევე ჭრილობების სადეზინფექციოდ გამოიყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის ეს მეთოდი მეტად უცნაურია, მასში საღი აზრის მარცვალი არის. ცნობილმა ფრანგმა მიკრობიოლოგმა ლუი პასტერმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი სახეობის ობის სოკო, რომლებიც პენიცილინს გამოყოფს, მართლაც თრგუნავს ბაქტერიების გამრავლებას, თუმცა ფაქტია, რომ ამ მეთოდმა პაციენტებს სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანა.

ტკივილის თერაპია


1800-იან წლებში ზოგიერთ ექიმს სჯეროდა, რომ ტკივილს სამკურნალო ძალა აქვს. რაც უფრო დაუჯერებლად ჟღერს, პაციენტები საკუთარ ცემაში ფულს იხდიდნენ.

ტრეპანაცია


ეს არის უძველესი ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც პაციენტის თავის ქალას ხვრიტავდნენ იქიდან ბოროტი სულების გამოსასვლელად.
შენიშვნა: ტრეპანაცია (ახლა მას კრანიოტომია ეწოდება) ამჟამადაც კეთდება, ოღონდ ბოროტი სულების განსადევნად კი არა, თავის ქალაში სისხლის წნევის დასაწევად.

ჰეროინი


ჰეროინს Bayer– ის კომპანია ამზადებდა და ხველების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

კრიოთერაპია


მიუხედავად იმისა, რომ კრიოთერაპია (სიცივით მკურნალობა) დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის დაცვაში, ეს ის არ არის, რაც ადრე იყო, როცა პაციენტებს სიცივეში რამდენიმე დღე ამყოფებდნენ.

შოკური თერაპია


თანამედროვე მედიცინაში ელექტროშოკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს (მაგალითად, დეფიბრილატორი). წარსულში კი ზოგიერთი სამედიცინო კომპანია რეკლამას უწევდა „ელექტრო ქამრებს", რომლებიც მამაკაცის იმპოტენციას დენის დარტყმით „კურნალობდა“.

ჰიდროთერაპია


წარსულში, ფსიქიურად არასტაბილურ პაციენტებს ხშირად ყინულივით ცივი წყლის ძლიერი ჭავლით „მკურნალობდნენ“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა