თეგებით ძიება

სირბილის დროს პირბადის ტარება საშიშია! - რა გახდა მოსწავლეების გარდაცვალების მიზეზი?

ჩინეთის ქალაქ უჰანში მცხოვრები 26 წლის ჟან პინგმა დილის ტრადიციული გარბენის დროს მოულოდნელად, მკერდის არეში ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა იგრძნო. ამ დროს მამაკაცს დაახლოებით, 4 კმ. ჰქონდა გარბენილი.

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების აზრით, მომხდარის მთავარი მიზეზი პირბადეა, რომელიც პაციენტს სირბილის დროს სახეზე ეკეთა.

გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს მარცხენა ფილტვი 90 პროცენტით შეკუმშული, ხოლო გული მარჯვნივ გადაწეული ჰქონდა. ჟან პინგს სპონტანური პნევმოთორაქსი დაუდგინეს (პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვება ფილტვების ან გულმკერდის პირდაპირი დაზიანების გარეშე).

ექიმების აზრით, დაგვიანების შემთხვევაში, პინგის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების აზრით, სირბილის დროს ნიღბის ტარებამ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს. უჰანის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, დოქტორ ჩენ ბაოჯუნმა განაცხადა, რომ მაღალი და გამხდარი ჟან პინგი პნევმოთორაქსისკენ მიდრეკილი იყო. (პნევმოთორაქსი უფრო ხშირად 20–40 წლის ასაკის მაღალ, გამხდარ მამაკაცებში და მწეველებში გვხვდება) ამასთან, კოლაფსი ნიღაბით სირბილის გამო პაციენტის ფილტვებში წნევის უეცარმა ზრდამ გამოიწვია. მისი თქმით, სირბილის დროს პირბადის ტარება საშიშია, რადგან პირის ღრუს და ცხვირის დაფარვა სუნთქვას აძნელებს.

ჯანმრთელობის რისკის გამო, ჩინეთში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე ნიღბების ტარება უნდა აიკრძალოს. მშობლებმა ეს საკითხი მას შემდეგ დააყენეს, რაც 7 მაისს ჰუანის პროვინციაში, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე 14 წლის მოსწავლე მოულოდნელად გარდაიცვალა. მოგვიანებით, სამედიცინო ნიღბით ვარჯიშის დროს სხვა სკოლაში კიდევ ორი მოსწავლე გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა