"ფაიზერი" ამცირებს "ბიოტეკის" ვაქცინებს
ამერიკული კომპანია "ფაიზერი" 3-4 კვირით ამცირებს ვაქცინების მიღებას თავისი გერმანელი პარტნიორი "ბიოტეკსგან".
როგორც გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ეს გადაწყვეტილება ბელგიაში "ფაიზერის" ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით მიიღეს. გავრცელებული ცნობით, ამ ყველაფრის საფუძველზე, გრძელვადიან პერსპექტივაში პროდუქციის გაზრდა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ Pfizer-ისა და BioNtech-ის მიერ შექმნილი პროდუქტი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ყველაზე სწრაფად შექმნილი ვაქცინა არის. ვაქცინა ფარმაცევტულმა კომპანიებმა 10 თვეში შექმნეს.