თეგებით ძიება
18. 01. 2021 News-ები

2 დღეში სხვასასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა შემუშავდება — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, Covid-19-ზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ე.წ. თანდათანობითი შემსუბუქების პრინციპით მოხდება.

"2 დღის განმავლობაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა უნდა შემუშავდეს, რათა ერთბაშად არ გაიხსნას ყველაფერი. მაგალითად, ერთი კვირა გაიხსნება რომელიღაცა ბიზნესი, 1 ან 2, კვირა დავაკვირდებით, რა შედეგს მოიტანს ეს. ამ დადებითობის ე.წ. მაჩვენებლითა და სხავდასხვა ინდიკატორის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას", — განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანაში მკაცრო შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, საქართველოში პირველ თებერვლამდე შეზღუდულია:

21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება — როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით;
მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა — მათ შორის, რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) შეზღუდვა არ არის;
რესტორნებისა და კვების ობიექტების მუშაობა — დასაშვებია მხოლოდ გატანის სერვისი და ე.წ. "დრაივი;
ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება — დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით
სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა

გარდა ამისა, დიდ ქალაქებში და სათხილამურო კურორტებზე დაწესებულია დამატებითი შეზღუდვები. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში და ასევე, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში:

იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველთა საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა, ასევე, პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
ღია და დახურული ბაზრობები მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე;
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
გარდა ამისა, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება. ასევე, შეზღუდვები არ ეხება სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
სურსათის, ცხოველთა საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების, ასევე, პრესის ჯიხურების მუშაობას;
ე.წ. "დელივერისა" და გატანის სერვისებს;
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
აგრარული ბაზრობის მუშაობას.
18 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 643 ადამიანი, გარდაიცვალა — 25.


წყარო:On.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა