მადის მოსაყვანი შინაური საშუალება
როგორც ცნობილია, ადამიანი თუ გარკვეული დროის განმავლობაში არ მიიღებს საკვებს, მას შიმშილის გრძნობა ექნება. ორგანიზმის ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს შესაძლებელია მადა დაქვეითდეს ან დაიკარგოს.
"ავადმყოფობის შემდეგ მეც მქონდა მსგავსი მდგომარეობა, როდესაც საკვების მიღების სურვილი არ გამაჩნდა. მეგობრის დედამ ბარამბოსგან მომზადებული ნაყენი მომცა, რამაც დადებითად იმოქმედა და თანდათანობით მადაც მომივიდა:
4 ჩაის კოვზ ბარამბოს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 4 საათის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჩაის ჭიქა დღეში ოთხჯერ.
ეთერი ჭელიშვილი, ქუთაისი
mkurnali.ge