რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნიტეტი და როდის არის ის საფრთხის ქვეშ
დღევანდელობამ გვაჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნიტეტი! სამწუხაროდ იმუნიტეტი საფრთხის ქვეშაა, როცა ადამიანი სხეულს აძალებს დროის მცირე მონაკვეთში მკვეთრად დააგდოს დიდი რაოდენობით წონა!
ჯანსაღი კლება არ ნიშნავს სწრაფ კლებას. ამ დროს ზუსტად პირველ რიგში ჩვენი იმუნიტეტი ზარალობს, რადგან სხეული იფიტება! ეს განსაკუთრებით ხშირია ბოლო დროინდელი “ტრენდული” საშუალებებით.
NASM London სერთიფიცირებული ფიტნეს პერსონალური მწვრთნელი და NASM Fitness Nutritionist ნუტრიციოლოგი, ნინო ჩერქეზიშვილი, თქვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო რჩევებს გთავაზობთ.
“საშუალებები”, რომლებიც გვხვდება ქართულ ბაზარზე - ხასიათდება (გამყიდველის მიერ) როგორც “ფუნქციური საკვები” ისე, რომ გეგონება, მხოლოდ ეს პაკეტი წარმოადგენს ფუნქციურ საკვებს მთელს დედამიწაზე.
ფუქციური საკვები არის ყველა ის საკვები პროდუქტი, რომელიც ნუტრიციულად მდიდარია მიკრო ელემენტებით, ანუ ვიტამინი/მინერალით და უამრავი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მახასიათებლებით. ასევე მათში უხვადაა ანტიოქსიდანტები, ბოჭკო, პრობაიოტიკები და სასარგებლო ცხიმები.
იხილეთ მცირედი ჩამონათვალი, იმ სასარგებლო “ფუნქციური საკვებისა”, რომელიც ბუნებამ გვიბოძა:
ხილი: კენკრა, კივი, ატამი, ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი და ა.შ.
ბოსტნეული: ბროკოლი, ისპანახი, ყაბაყი, ყვითელი/წითელი ბოსტნეული და ა.შ.
თხილეული: ნუში, ნიგოზი, თხილი, მიწის თხილი, წაბლი და ა.შ.
მარცვლეული: ჩიას მარცვლები, სელის თესლი, გოგრის თესლი და ა.შ.
პარკოსნები: ლობიო, მუხუდო, ოსპი, ბარდა და ა.შ.
ბურღულეული: შვრია, წიწიბურა, ბრინჯი, კუსკუსი, ქინოა და ა.შ.
ზღვის პროდუქტები: ორაგული, ლოქო, თუნა, კალმახი და ა.შ.
ფერმენტირებული საკვები: მაწონი, ხაჭო, კეფირი და ა.შ.
მწვანილი/სუნელები: კამა, ნიახური, ქინძი, დაფქვილი ტურმენიკი, დარიჩინი, ჯანჯაფილი და ა.შ.
აი რამხელა ჩამონათვალი აქვს “ფუნქციურ საკვებს”, რომელიც ვერ მოთავსდება ერთ პატარა პაკეტში. ამიტომ მიიღეთ ისინი მთლიან საკვებ პროდუქტად და არა პაკეტად! გაამდიდრეთ რაციონი სხვადასხვა ჯანსაღი საკვებით და თუ წონაში კლება გინდათ: ივარჯიშეთ და შექმენით კალორიული დეფიციტი ნორმის ფარგლებში (კალორიულ დღიურ ნორმას -500 კალ).
გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას!
ავტორი Cherry\'s Fitness.