თეგებით ძიება

სამი პროდუქტი, რომელიც მწეველთა ფილტვებს ასუფთავებს

ფილტვების პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ მწეველ ადამიანებს, მათ ხშირად ახველებთ, უმწვავდებათ ბრონქიტი. ყველაზე კარგი გამოსავალი, ამ დროს, ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმაა, თუმცა მწეველთა უმრავლესობა ამ იდეას ეწინააღმდეგება, ან ძალიან უნდათ, მაგრამ არ გამოსდით. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია პერიოდულად ფილტვებს „განტვირთვა“ მაინც მოუწყოთ.

არსებობს 3 „ჯადოსნური“ პროდუქტი, რომელიც ფილტვების ტოქსინებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ:

ჯანჯაფილი - ეს პროდუქტი გარდა იმისა, რომ შეუცვლელია სამზარეულოში და განსაკუთრებით ხშირად იყენებენ აზიურ და ინდურ კერძებში, დიდი ხანია სამკურნალოდაც გამოიყენება. მას გულისრევის შეგრძნების, მადის დაკარგვის, ზღვის დაავადების დროს, და თქვენ წარმოიდგინეთ, ტკივილის შესამსუბუქებლადაც იყენებენ.

ჯანჯაფილის ფესვი ან ფესვის ზემო ნაწილი გამოიყენება, როგორც ნედლი სახით, ასევე გამომშრალი, ზეთოვანი სახითა და წვენის სახით.

ამ მცენარეს შეუძლია ფილტვები ზედმეტი ნადებისგან გაწმინდოს. ასევე გამოდევნის სასუნთქი გზებიდან ტოქსინებს.



ხახვი - ძლიერი არომატით გამორჩეული ხახვი, გარდა კერძებისა, აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაშიც. მისი რეგულარული მოხმარება ჯანმრთელობისთვის ძალიან სასრგებლოა, რადგან აქვს უნარი შეანელოს სხვადასხვა სახის სიმსივნური დაავადებების განვითარების პროცესი. გარდა ამისა, ხახვი შეუცვლელია სუნთქვის პრობლემისთვის.


კურკუმა - ეს მცენარე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ სუნელად მთელ მსოფლიოში. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს, სხვადასხვა ვიტამინს და მინერალს. აქვს უნარი, ებრძოლოს ბაქტერიებს, ვირუსებს და სიმსივნურ დაავადებებსაც კი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა